x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
რა დროს ხმარობენ ხმოვან სიგნალს მძღოლები ყველაზე ხშირად?
image

საგზაო მოძრაობის წესების თანახმად, ავტომობილის მართვის დროს ხმოვანი სიგნალის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ ავარიის თავიდან ასაცილებლად ან გასწრების დროს, ისიც თუ მოძრაობთ დაუსახლებელ ადგილზე. ქალაქებსა და სოფლებში ხანგრძლივი ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია.


რეალურად როგორ იყენებენ მძღოლები სიგნალს? საავტომობილო გაზეთმა "AutoSreda"-მ ჩაატარა გამოკითხვა მძღოლებს შორის. ჟურნალისტებმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს დაუსვეს შეკითხვა, ვის ან რას უსიგნალებენ ყველაზე ხშირად მძღოლები?


გამოკითხულთა 45 პროცენტმა განაცხადა, რომ საერთოდ არა ან ძალიან იშვიათად იყენებენ ხმოვან სიგნალს. ამ ტიპის ადამიანები თავისთავად აღიქმებიან, როგორც საკმაოდ მშვიდი მძღოლები. მათთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია მანქანის მართვისას თავშეკავება და უსაფრთხოების წესების დაცვა!




გამოკითხულთა 32 პროცენტი ხმოვანი სიგნალით სხვა მძღოლებს მიანიშნებს, რომ ყურადღება მიაქციონ მოძრაობის დროს მანევრებს.



რესპონდენტთა 18 პროცენტმა აღიარა, რომ უსიგნალებენ ძირითადად ფეხით მოსიარულეებს, რომლებიც გზის გადაკვეთის დროს ლამისა ბორბლებში ჩაუვარდნენ.


დღევანდელი გადატვირთული მოძრაობის პირობებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, არამარტო მძღოლებმა, ფეხით მოსიარულეებმაც უნდა დაიცვან მოძრაობის წესები, იყვნენ ფრთხილი და ყურადღებიანი გზაზე; არ შეუქმნან პრობლემები არა მარტო მძღოლებს, არამედ ფეხით მოსიარულეებსაც, თუმცა რატომღაც ამ უკანასკნელებს ზოგიერთი მძღოლი ივიწყებს.


და ბოლოს... 5 პროცენტმა აღნიშნა, ხმოვან სიგნალს იძლევა მაშინ, როდესაც ლამაზ ან გამომწვევად ჩაცმულ გოგოს დაინახავს, ეს ისე, უბრალოდ ყურადღების მისაქცევად.


არა და მართვის დროს ასეთი საქციელით ვერც ლამაზმანს დააინტერესებთ(უმრავლეს შემთხვევაში) და შეცდომაშიც შეიყვანთ სხვა მძღოლებს.


ხმოვანი სიგნალის მოკლე ისტორია



სიგნალის მიცემა ჯერ კიდევ ცხენებით მგზავრობის დროს იყო მიღებული.მეეტლეს ხელში სპეციალური საყვირი ეჭირა, რომელსაც პირით ჩაჰბერავდა ხოლმე.შემდეგ მათთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი სიგნალი შეიქმნა.საყვირზე წამოაცვეს რეზინის ბურთი.რეზინის ბურთს ხელს მოუჭერდი და ხმოვან სიგნალს გამოსცემდა.სწორედ ეს მოწყობილობა გადავიდა სამგზავრო ეტლებიდან პირველ ავტომობილებზე.

image

ხოლო სახელწოდება „კლაქსონი“ ასოცირდება იმ კომპანიის შემქმნელის სახელთან, რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან აწარმოებს ხმოვან სიგნალებს.სწორედ ამ კომპანიამ მოახდინა სასიგნალო მოწყობილობის მოდერნიზება, გახადა ის მექანიკური.


სხვათა შორის, ეს კომპანია Klaxon Signals დღემდე არსებობს, მისი ოფიციალური ვებგვერდიდან გამომდინარე.


imageასევე დაგაინტერესებთ


ჰოლანდიურ თემში, ნუნსპეტში, მძღოლმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალის გადასარჩენად საკუთარი მანქანა შესწირა. გადარჩენის ვიდეო ტელეკომპანია RTV Nunspeet-მა გამოაქვეყნა. უკან მოძრავი ავტომობილის სალონში დამონტაჟებული რეგოსტრატორის მიერ გადაღებული ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთმა მანქანამ აშკარად კონტროლი დ...


რუსეთში Auto.ru სერვისმა ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომ გაერკვია, რომელ მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას ყველაზე დაუდევარი და აგრესიული მძღოლები. სოციოლოგიურ კვლევაში ოთხი ათასი ადამიანი მონაწილეობდა და შედეგიც საკამოდ ლოგიკური იყო. საერთო ჯამში, გამოკითხვაში 35 სხვადასხვა ბრენდის ავტომობილების მფლობელებმა მიიღეს...


ლამაზმანმა არაჩვეულებრივი პროფესია აირჩია, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს სხვა არაფერში გაცვლის. ინგლისელ, ქალაქ ბრენტვუდიდან 24 წლის ჯოდი ლი ფოქსს რომ შეხედავთ, ვერც წარმოიდგენთ, რომ ის ოსტატურად ამუშავებს უზარმაზარ ავტობუსს და მგზავრები ქალაქის ქუჩებში გადაჰყავს. მოხდენილი ფიგურა, სავსე ტუჩები, კოხტა ცხვირი დ...


არა, ეს გოგონა არც მოდელია, არც პრინცესა და არც დედოფალი, ისე გვარად კი არის "დედოფალი" ( королева). ულიანა კოროლიევა კრასნოიარსკიდან მოდების ჟურნალის პრიალა გარეკანს უნდა ამშვენებდეს. პლატინისფერი ქერა თმები, ზომიერი რუჯი და სრულყოფილი ფიგურა ... მაგრამ საქმე იმაშია, რომ 30 წლის ლამაზმანი ძალზე შორსაა შოუ-ბიზნესისგან, იგი გახლავთ შორი მა...


ავარიამ სამი მგზავრი იმსხვერპლა, რომელთა შორის იყო მძღოლის შეყვარებული. ზოგიერთმა ვერ შეიგნო, რომ მთვრალი ავტომობილის მართვა ამაზრზენი იდეაა, მათ რიცხვს მიეკუთვნება 47 წლის კამილო მორეხონი ტეხასიდან. მამაკაცმა თავის მეგობარ გოგონა ლეოსვიკასთან და ორ მეგობარ - პედრო და მასელემთან ერთად გადაწყვიტა ქალაქგარეთ გსეი...

0
527
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0