x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134341
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
"წევიდა ყანაში... კალათი მიქონდა... გავხედე და მომეწონა... მაგი იყო სიყვარული"
image

ქართველი მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე საკუთარ ბლოგში აგრძელებს რუბრიკას "სოფლები და ადამიანები", ამჯერად კეკელიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტიდან გვთავაზობს ჩანახატს, რომელიც მთავარი გმირი. ამ სოფლის მაცხოვრებელი ინუსა ირემაძეა:

მე როცა კლასი დავამთავრე, კოლმეურნეობამ კალოს გამგედ დამაყენა. სიმინდი რაც მევდოდა ამ ბრიგადაში, მე ჩევბარებდი. ვიყოფოდით სადილისას - ბრიგადირი, მეურმე იყო და მეზობელი. ერთად ვჭამდით საჭმელს. ქალები საჭმელს გვიმზადებნენ. და ამ მეურმის დამ მითხრა, რომე ამას უყვარხარ შენაო, ერთ გოგოს. მეზობლის შვილს. დევძაბე. ხმას ვერ ვიღებდი. ერთხელ გევხედე და მუუწია რიგი ჩემ მომავალ ცოლს. იმ გოგოს. მეიტანა სარმა. სარმა იმფერი საჭმელიაო, რომ გააკეთებენ რაცხა ფხალში ნიორით, კარტოფილით, ხორცით. ამ გოგოს გუუკეთებია ერთი ცალი განსაკუთრებით მწარე, მწარე - ვერ ჩეიოდობდი პირში. რაც უქნია, ნახევარი პილპილა უქნია. დამიდვა მაი საინი. კითხულობს: როგორია საჭმელი? მთლად მწარე, მწარე, პილპილა. მე ვუთხარი, მწარე კია, მარა კაი ხელის გაკეთებულია მეთქი. აი, იმიზა უქნია, რომ გამომლაპარაკებოდა, რაცხა საქმე დემეკავებია. ჰოდა, კიდო, ერთხელ კალოში ვართ. ურემია დაყენებელი და ზეთ ვარ. სადგარი აქ შამოყენებული ურემს. გამეიარა იმ გოგომ, გამოკრა ფეხი ამ წინსადგარს და ურემი დეეცა ძირს. რომ დეეცა ძირში, მე გადმუარდი და გადმოვკოტრიალდი იქით. იმან გეიარა, წევიდა ყანაში. კალათი მიქონდა. გავხედე და მომეწონა. მაგი იყო სიყვარული.

ინუსა ირემაძე

სოფელი ზოტი. გურია

image

ასევე დაგაინტერესებთ


მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სოფლად მცხოვრებლების მორიგ ისტორიას გვთავაზობს: "კარგა ხანია, თავის მოკვლა მინდა. ერთი ოცი წელია. მაგრამ დრო ვერ გამოვძებნე - გათენებიდან მზის დაბრეცამდე ვშრომობ. ჰოდამ, ვერ მოვიცალე. განა ვხუმრობ შე კაცო, რა გაცინებს? ...

image


ამერიკაში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი იხსნებს, თუ აფხაზეთიდან დვნილობის შემდეგ, როგორ ემალებოდა მხედრიონელებს სამეგრელოში: თარიღებით დეტალებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, ადრეული შემოდგომა იყო წალენჯიხაში მხედრიონი რომ დაბანაკდა. სანამ ბლოკ-პოსტებს გაშლიდნენ პირწმინდად გაძარცვეს, გააუპატიურეს, დაამცირეს სამეგრელო. კოლონებ...


პოეტი გელა დაიაური, რომელსაც ოჯახი- მეუღლე და სამი შვილი, 11 წლის წინ, მუცოს ხეობაში დაეღუპა, აჭარაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უსამძიმრებს კაცს, რომელმაც, მის მსგავსად, მეუღლე და შვილები დაკარგა. "ჩემთვის უცნობო აჭარელო ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრ


ქალები საქართველოდან აქვეყნებს სოფელი თაქალოში(მარნეულის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ 22 წლის გიულგიუნ მამედხანოვას წერილს, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით: "ნეტავ, ვინ არიან ეს უცხო ადამიანები და რომელ ქვეყანაში ცხოვრებენ? - 6 წლის ვიყავი, როცა პირველად გამიჩნდა ეს კითხვა. იმ პერიოდში, სოფელში, ყველას ძალიან უჭირ...


საბჭოთა წლებში წყალტუბო განთქმული იყო თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით და სამკურნალო წყაროს წყლით, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში.სხვადასხვა დროს გაშენდა 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგია და ფიზიოთერაპია. ნაგე...

0
301
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0