x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იცოდეთ, რატომ არ ვჩანდი... არ მინდოდა გადახლეჩილი თვალებით ვინმეს ვეხილე" - რა შეემთხვა მაია დარსმელიძეს

image


მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის "წყალობითაც" ის თითქმის მთელი წლის განმავლობაში ეკრანზე არ ჩანდა. მომღერლის თქმით, მას ამისთვის საპატიო მიზეზი ჰქონდა, როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მუსიკოსი ალერგიისგან იტანჯებოდა და მთელი წელი მხოლოდ მკურნალობასა და ექსპერიმენტებში გაატარა.


"შეჯამებაი წლისა, თუ რაღაც.. სამთავრობო ან ოპოზიციური საახალწლო კონცერტები კი არა.. მოგცლიათ განაწყენებულებს, ან დაფასებულებს, სულ სხვა ამბავია ჩემთან. მთელი წელი გადაცემებშიც არ მივლია და თითქმის ყოველდღე სხვადასხვა არხის სხვადასხვა ჟურნალისტს ერთად ან ცალცალკე ვუხსნიდი, რომ წარმოუდგენელი ალერგია მაქვს და ვერც ერთ ეთერში ვერ მივიდოდი მე, ნარცისთაგან გამორჩეულად თავმოყვარე უნარცისესი, რადგან არ მინდოდა ალერგიისგან გადახლეჩილი და დასიებული თვალებით ვინმეს ცისფერი ეკრანიდან ვეხილე.


ზოგს სწყინდა, ზოგს კი ზუსტად ესმოდა ჩემი. გულწრფელად მიხაროდა, რომ, მიუხედავად ჩემი ეკრანზე პასიურობისა, მოთხოვნაშიც ვიყავი და ტელეფონსაც მიფეთქებდნენ, მარა…. მთელი წელი მკურნალობაში და ექსპერიმენტებში გავატარე… (ჰა, წელი მთავრდება და ვპოსტავ და ჩემი “ტრიბუნიდანაც”. იცოდეთ, რატომ არ ვჩანდი. მარააა…


იმის იქით არაფერი შეცვლილა. მე არ შევცვლილვარ. ნუუ, ხოო, „მოშნად“ გამხდარი ვარ და იმედია არც მოვიმატებ, სანამ ამ ჩემ ისევ მწვანე ღაჟღაჟა, მარგრამ ამ დროისთვის სენბერნარის თვალებს მოვუვლი. კვლავ ფრიად ანალიტიკური წელი მქონდა.
ფიქრის, კითხვის და საკუთარ თავზე მუშაობის დროც – ბლოოოოომად. წელსაც არ გავკონფორმისტდი, წელსაც არ მიღალატია საკუთარი პრინციპებისთვის. ფასეულობებიც, პრიორიტეტებიც იგივე დარჩა.


ნიღბების ჩამოხევის ყოველწლიური ფესტივალი წელსაც გავმართე, დაიყარა საკაიფოდ და კმაყოფილი ვარ. ბევრი სიყვარულიც დავაგროვე. უამრავი. გვერდში ისევ ის ადამიანები დამრჩა, ვისშიც არასდროს ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია. დრაფტებიც ვაცხე საკაიფოდ. და წინასწარ აღარ ვიტყვი, რომ 2022-ში გამოვჩნდები ჩემი საკაიფოდ დაგროვილი მუსიკალური სათქმელით… მაგრამ ვეცდები… ქვეყანა უკიდურესად გახანიგდა და არ მომწონს… მაგრამ მიყვარს და გულით ვეცდები მისი სასიკეთო ცვლილებისთვის ჩემი წვლილიც სადმე ჩამოვდო.


საერთო ჯამში, მაინც ვიტყვი, რომ ჩემთვის პირადად კარგი წელია 2021, რადგან ჩემი სიყვარულები ჯანმრთელად და ჩემთან არიან.
2022-ში ყველაფერი უკეთესისთვის ვემზადები. ვნახოთ, მეც აქ ვარ და თქვენც…",
– წერს მაია დარსმელიძე.






0
452
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
452