x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"დიდი სიბინძურეები ამოტივტივდება... უამრავი ადამიანი გამოვა გარეთ და... " - რას აცხადებს ლელა კაკულია

image


წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი წინასწარეტყველის, ლელა კაკულიას 2006 წლის ოქტომბერში, გაზეთ "ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულიასთვის" მიცემული ინტერვიუს ნაწყვეტს, სადაც ის ბევრ საჭირბოროტო საკითხზე საუბრობს. ინტერვიუს ვრცელ ამონარიდს, რომელიც ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე 26 დეკემბრით თარიღდება უცვლელად გთავაზობთ.


"ინტერვიუ არქივიდან: ჩვენი სამშობლო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს


????გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №5 - 2006 წელი, ოქტომბერი


❓— ქალბატონო ლელა, მკითხველს დავპირდით, რომ ჩვენს მოკლე ინტერვიუებში მიმდინარე საჭირბოროტო თემებზე ვისაუბრებდით და მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან კითხვებს გავცემდით პასუხს. ახლა საქართველოს მოსახლეობას აღელვებს სამაჩაბლოში ბოლო დროს განსაკუთრებით დაძაბული ვითარება. ბოლო არ უჩანს რუსულ-ოსურ პროვოკაციებს, თავდასხმებს ქართულ სოფლებზე. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც...



‼— მაგრამ მოდის ის დრო, როცა ღმერთი სჯის აფსუებსაც და ოსებსაც. რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, სრულდება: კავკასიონი იკეტება საქართველოსა და ოსებს შორის. სამაჩაბლოში ქართველები ბრუნდებიან, ყველა - ერთიც არ დააკლდება. ასე ნებავს ღმერთს! საბოლოოდ ოსები განლაგდებიან ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე; მათ უკვე აღარ ექნებათ სურვილი საქართველოში დაბრუნებისა. ისინი საქართველოს ვერაფერს გამოსტყუებენ, ოსები კავკასიონს ვერ გადმოვლენ! მათ დიდი და ხანგრძლივი ომები ელით. იწყება ინგუშთა და ოსთა ტერიტორიული ომი. ინგუშეთი აღმოაჩენს, რომ ოსეთის ტერიტორია მათი ყოფილა და იწყებენ რუკების ფრიალს.


დადგება დრო, როცა ოსები საქართველოსკენ დაიწყებენ იმედის თვალით ცქერას, რადგან მიხვდებიან, რომ წლების შემდეგ გადაჯიშება და დიდ რუსულ დასახლებად გადაქცევა ემუქრებათ. ღირსები არიან!


ასე რომ, ჩემს ქართველებს კიდევ ერთხელ დავამშვიდებ: ჩვენს ქვეყანაში არ იარსებებს ავტონომიები; გახსოვდეთ: იარსებებს ერთიანი, თავისუფალი, ხელშეუხებელი საქართველო!


❓— სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნების გარდა რა ცვლილებები ელის საქართველოს ახლო მომავალში?

‼— ჩვენი სამშობლო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს. ეს არ არის „ვარდების რევოლუცია“; ეს ძლიერი ოპოზიციური მოძრაობაა, რომელიც სწრაფად ყალიბდება. გაჭირვება ხალხს გააერთიანებს. დაიმსხვრევა მითი დემოკრატიულ საქართველოზე. დიდი სიბინძურეები ამოტივტივდება. ვხედავ ხალხის გაოგნებულ სახეებს. უამრავი ადამიანი გამოვა გარეთ და ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს. საქართველო განიწმინდება და ჩემი ხალხი გადარჩება. იწყება ახალი ეტაპი — მხოლოდ სიკეთისკენ!



❓— ვინ არიან მომავალი ხელისუფალნი? დღეს ცნობილი პოლიტიკოსები მოხვდებიან თუ არა მომავალ მთავრობაში?




‼— მომავალ ხელისუფალთა გვარები საზოგადოებისთვის დღეს უცნობია. უცხოეთში მოღვაწე ქართველები ჩამოვლენ და პარლამენტში კენჭს იყრიან. მათ ძლიერი დიპლომატიური სკოლა ექნებათ გავლილი. იქნებიან საოცრად განათლებულები და სამშობლოს სიყვარულით აღვსილნი. ახალი ხალხი, ახალი სახეები მოდიან; შეიქმნება ახალი პარტია, მეცნიერებითა და ჭკვიანი ხალხით დაკომპლექტებული. ბევრი ძველი პოლიტიკოსი წააგებს და პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს დაკარგავს... თამაშგარეთ დარჩენილი პარტიები ერთიანდებიან, მაგრამ სასტიკად დამარცხდებიან, ვინაიდან მათ საქართველო არ გაჰყვება, ხალხი მათ უარყოფს. ყველაფერი ეს სწრაფად მოხდება.

❓— ქალბატონო ლელა, ჩვენი გაზეთის მკითხველები ხშირად გვთხოვენ გკითხოთ, ვინ იქნება საქართველოს მომავალი ლიდერი?



‼ — ვიცი, რომ მოსახლეობის ინტერესი ამ საკითხისადმი დიდია, მაგრამ ინფორმაციას ვიცავ. ეს იქნება ყველასათვის წარმოუდგენელი პიროვნება, რომელსაც მე პირობითად გიორგი ბრწყინვალეს ვარქმევ. ეს მოულოდნელი ახალგაზრდა პიროვნება სულ სხვა გზიდან მოვა. ის ძალზე ნიჭიერია და ბრწყინვალე დიპლომატიური სკოლა ექნება გავლილი. მისი მოსვლით საქართველოს გაყინული ტვინი იწყებს გალხობას, სუნთქვასა და აზროვნებას.


გიორგი ბრწყინვალის პრეზიდენტობისას საქართველოში მომძლავრებული იქნება მაფია, მაგრამ იგი დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს მას და გაიმარჯვებს კიდეც ამ ომში.

რა თქმა უნდა, „გიორგი ბრწყინვალის“ ნამდვილი სახელი ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი, ისედაც ბევრ ფაქტს ვალაგებ: თვალების სისუსტე, მუცლის არეზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, გულის სუსტეს უჩივის, ნერვოზული ფორმაც იხსნება, განიცდის ენერგიის ნაკლებობას და ეს საშიშია, მაგრამ ჩვენი დაცვის წყალობით ყველანაირი რთული ფორმა ასცდება ყველა სფეროში. ორი ბავშვი ჰყავს: გოგონა და ბიჭი.



მომავალი პრეზიდენტი (იგულისხმება ქვეყნის ლიდერი, — რედ.) ბევრ რთულ მომენტს გაივლის, მაგრამ იგი მყარი ნერვების, საოცრად ძლიერი ნებისყოფის კაცია, ამიტომაც გაიმარჯვებს. განსაკუთრებით დიდი მიღწევები ექნება საზღვარგარეთ... დღეს ეს წინასწარმეტყველება უცხო და ბუნდოვანია ყველასთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეა.



❓— ქალბატონო ლელა, რას იტყვით ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ არსებულ დაძაბულობაზე? როგორ ხედავთ, რეალურად რა ელის ამ არხს?


‼— ნახეთ, რას ვწერდი ამის თაობაზე ჯერ კიდევ 2000 წელს: „რუსთავი 2-ს“ პრობლემები შეექმნება. ერთი პერიოდი არხის მაუწყებლობა შეჩერდება; მერე თითქოს წამოიმართებიან, მაგრამ ეს ასე არ არის. „რუსთავი 2“ წარსულად დარჩება იმიტომ, რომ მთავრობის ის ფრთა წააგებს, რომელსაც ემსახურება...



❓— ალბათ, უპრიანი იქნება, გლობალურ პოლიტიკაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. თქვენგან განსხვავებით, რუსეთსა და მუსლიმურ ირანს შორის შესაძლო დაპირისპირების პროგნოზი მსოფლიო პრესამ მხოლოდ ახლახან გააკეთა. ცოტა ხნის წინ ბრიტანული გაზეთი „სანდი თაიმსი“ წერდა: „წესით, რუსეთი ამერიკაზე მეტად უნდა იყოს შეშფოთებული ირანის ამბიციებით. მოსკოვი თავს იტყუებს, თუკი ფიქრობს, რომ თეირანზე ზემოქმედების ბერკეტებს ფლობს...“



‼ — დიახ, ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები ახლაღა ხვდებიან, ისიც ვარაუდის დონეზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მსოფლიოში. მე კი უკვე დიდი ხანია და თანაც დაბეჯითებით ვამბობ, რომ მესამე მსოფლიო ომში ირანი რუსეთის წინააღმდეგ მიმართავს იმ იარაღს, რომელსაც კრემლი მათზე ერთგვარი აზარტით ყიდის. 1992 წლიდან ვწერ, რომ რუსეთს მუსლიმთა ხელშეწყობას ღმერთი არ აპატიებს.


მუსლიმები ცეცხლითა და მახვილით შეესევიან რუსეთს და ქვას ქვაზე არ დატოვებენ. რუსეთი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ამ დროს რუსული არმია რეალურად თითქმის არ იარსებებს. ეს იქნება წარღვნა და დასჯა ადამიანებისა, ეს იქნება მეორედ მოსვლა. ვერაფერი უშველის რუსეთს. მათი უტვინო პოლიტიკის შედეგები ვეღარაფრით გამოსწორდება. რუსეთი, როგორც დიდი ხნის წინ ვთქვი, იშლება. ეს ღმერთი სჯის მათ.

ამ პროცესებში ამერიკა თავს შეიკავებს მანამ, სანამ რუსეთის დაპყრობა საბოლოოდ არ შეაშფოთებს. ამის შემდეგ ამერიკა და ევროპა გაერთიანდებიან მათ დასახმარებლად (უფრო კი საკუთარი თავის გადასარჩენად, ვინაიდან მუსლიმები თითქმის მთელ დასავლეთ ევროპას დაიპყრობენ; გერმანია თავს დაიხსნის, საფრანგეთს კი ძალიან გაუჭირდება...), შეიკავშირებენ იაპონიასაც და ორი ფრონტიდან შეუტევენ მუსლიმურ სამყაროს.


⭐ჩვენს სამშობლოს კი, როგორც არაერთხელ მითქვამს, მსოფლიო ომის ქარცეცხლი ასცდება!!!



❓— ქალბატონო ლელა, 1994 წელს თქვენ იწინასწარმეტყველეთ, რომ დადგებოდა დრო, როცა რომის პაპი მსოფლიოს ქრისტიანებს მუსლიმური ძალადობის წინააღმდეგ გაერთანებისკენ მოუწოდებდა, რაც დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებდა. ბენედიქტ XVI-ის ამასწინანდელმა მიმართვამ მართლაც ძალზე დაძაბა ვითარება ქრისტიანულ და მუსლიმურ სამყაროს შორის. საქმეს არც პაპის მხრივ ბოდიშის მოხდამ უშველა...


‼ — დიახ, მოვლენები სწორედ ისე განვითარდება, როგორც თორმეტი წლის წინ დავწერე. წინასწარმეტყველება ჰაერიდან არ მოდის. მე ვწერ იმას, რასაც ვხედავ და მეუბნებიან.

⭐ წინასწარმეტყველებამ არ იცის ახლობელი და შორეული, მტერი და მოყვარე. ის წარმოითქმება ისე, როგორც ვხედავ!" - ვკითხულობთ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ 2006 წლის ინტერვიუში.





0
1493
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1493