x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„ვიდეოს სამჯერ ვუსმინე და მაინც არ მჯეროდა, ეს იყო შოკი... ჩემი ადგილი შეიცვალა“ - სანდრა რულოვსი

image

სან­დრა რუ­ლოვ­სი ოთხშა­ბათს "ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დრო­ე­ბა­ში“ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რებს ბოლო თვე­ებ­ში მომ­ხდარ ამ­ბებ­ზე.

"დრო­ე­ბის" ანონ­სი­დან არ ჩანს, შე­ე­ხე­ბა თუ არა რუ­ლოვ­სი ოჯა­ხის დან­გრე­ვის თე­მას, თუმ­ცა ირ­კვე­ვა, რომ მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ, რო­გორც მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან გა­ი­გო.

"თბი­ლის­ში ვარ და არც ვა­პი­რებ რომ სად­მე წა­ვი­დე. პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი იო­ლად არ და­მა­ვი­წყდე­ბა. მე და ნი­კო­ლო­ზი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით რომ აქ იყო. ჯერ ბა­თუ­მი და მერე თა­ვის ვე­ნახ­ში ამო­ყოფს თავს-მეთ­ქი".

რაც შეეხება სანდრა რულოვსის პირველ კომენტარს სააკაშვილისა და ლიზა იასკოს დაქორწინების შესახებ, რულოვსი ამბობს, რომ ეს იყო შოკი:

"ეს იყო შოკი ნამ­დვი­ლად, სამ­ჯერ ზე­დი­ზედ მო­ვუს­მი­ნეთ ვი­დე­ოს და მა­ინც არ მჯე­რო­და. ჩემი ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლა", - აღნიშნავს რულოვსი.

სააკაშვილი ლიზა იასკოსთან ჩაწერილ ვიდეოში თავად ამბობს, რომ ყველა სხვა წინა ურთიერთობა დასრულებულია და ბოლო ხანს ის სწორედ ლიზა იასკოსთან დაქორწინდა.

სანდრა რულოვსი რომ ნაწყენია, იქიდანაც ჩანს, რომ არც ციხეში და არც საავადმყოფოში პატიმარ სააკაშვილის მოსანახულებლად სამი თვის განმავლობაში არცერთხელ არ მისულა.

"ზუგ­დიდ­ში დღის ცენ­ტრი მაქვს და ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ. ეს არის ჩემი "დრა­ი­ვი", მო­ტი­ვა­ცია. რა­ღაც­ნა­ი­რად თა­ვი­სუ­ფალ ვარ­დნა­ში ვართ. ეს მი­შას ბრა­ლი არ არის ეს რა­ღაც სხვი­სი ბრა­ლია... შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ფრა­ზა ვი­ნა­ნო... ბავ­შვე­ბიც ამა­ყო­ბენ მა­მით..." - ამ­ბობს სან­დრა რუ­ლოვ­სი.

0
237
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0