x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
"თქვენი სიბრძნე დაგვაკლდა, ბატონო ბიძინა!" - გია ნოდია
image
პოლიტოლოგი გია ნოდია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ზურაბ აზარაშვილის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„როცა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერად წარადგენდა, მის პროფესიულ ღირსებას გაუსვა ხაზი: ფრანგებს კარგად ევაჭრა მისი პირადი ვერტმფრენის ფასზე. ჯანდაცვის ახალი მინისტრის მთავარი კვალიფიკაცია ექიმების შვილობა და ხუთი შვილის მამობაა.


თქვენი სიბრძნე დაგვაკლდა, ბატონო ბიძინა!“, - წერს გია ნოდია.


შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ ჯანდაცვის ახალ მინისტრად თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა. წარდგენისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზარაშვილი არის „უაღრესად წესიერი, განათლებული, ექიმების ოჯახშია გაზრდილი. მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე არის. მე მინდა ზურას ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


აზარაშვილმა პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე შეცვალა, რომელიც 9 დეკემბერს გადადგა.


0
404
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0