x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
დედოფლისწყარო კვლავ დაუმარცხებელია!

უშუს გუნდი დ.წდეკემბრის თვე საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა უშუს გუნდისთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გუნდი საქართველოს ჩემპიონატზე სრული და საუკეთესო შემადგენლობით წარსდგა, გუნდს თბილისში, წამყვანი მებრძოლებიდან მხოლოდ აკლდა ლუკა პოპიაშვილი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი უშუ-სანდაში და MMA ში დაუმარცხებელი (7-0-0) დედოფლისწყაროელი ბიჭების საბოლოო შედეგი კი ასე გამოიყურება, 9 პირველი ადგილი, 2 მეორე ადგილი და 1 მესამე ადგილი, ჩემპიონები გახდნენ, ნიკა წიკლაური, ლევან ბაიროიანი, ვაკჯო მოსაშვილი, ლუკა კვანჭილაშვილი, გიორგი წიკლაური, თაზო ღვინიაშვილი, საბა ბუთხუზი, გივი გოჩიტაშვილი და ლევან წიკლაური, .

-ეს საუკეთესო შედეგია ჩვენთვის, ჩვენი გუნდის არსებობოის ისტორიაში 9 პირველი არასდროს აგვიღია საქართველოს ჩემპიონატზე, უფრო მეტი პირველი ადგილი გვექნებოდა მონაწილეობა რომ მიეღოთ ნიკა ჩიტიშვილს და ლუკა პოპიაშვილს. მოგეხსენებათ ნიკა ჩიტიშვილი ბოლოს კლუბ ვარიორსის შემადგენლობით იმყოფებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე სადაც ბრინჯოს მედალი მოიპოვა და ისვენებდა საქართველოს ჩემპიონატზე. - აცხადებს გუნდის მწვრთნელი გიორგი ცისკარაული

საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ გუნდის რამდენიმა სპორტსმენი იმყოფებოდა თბილისში შერეული ორთაბრძოლების ტურნირზე (25-26 დეკ- 2021) აღნიშნულ ტურნირზეც ვასახელეს უშუს გუნდის სპორტსმენებმა და მოიპოვეს საპრიზო ადგილები. MMA ს ჩემპიონი გახდა საბა ბუთხუზი ხოლო მესამე საპრიზო ადგილი ვაკო მოსაშვილმა დაიკავა. საბასთვის ეს შეჯიბრება სადებიუტო იყო, ხოლო ვაკო მოსაშვილი 2021 წლის საქართველოს ჩემპიონია MMA ში.

სტატიის ავტორი: ვაკო კოკილაშვილი

გ, ს, გ

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:უშუ სანდა
უშუ სანდა
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0