x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თვალის დასანახად არ მინდა გოგო, რომელიც ენას გამოყოფს სელფის გადაღებისას

imageინტერნეტში ასობით (თუ ათასობით არა) სურათს წააწყდებით, სადაც ლამაზ გოგოებს ენა აქვთ შეშინებული გველივით გარეთ გამოყოფილი.

არ ვიცი ეს რა ფენომენია სხვისთვის, მაგრამ ჩემთვის უკულტურიბის და ზრდილობის დეფიციტის მაჩვენებელი უფრო მგონია.

გასაგებია შენს ეზოში ან საცხოვრებელ ფართში ახლობელ ადამიანს გაეხუმრო და ენა გამოუყო, მაგრამ ქუჩაში ენის გამოყოფა დიდად მისაბაძი ნამდვილად არაა.

ესეც არაფერი, "ინსტაგრამი" და ზოგადად სოციალური ქსელები აჭრელებულია ენაგადმოგდებული გოგოების სურათებით.

არ ვიცი, ვერ ჩავწვდი ენის "გადმოგდების" ფენომენს, ალბათ მე ვარ "ბნელი" და ვერ ვხვდები "პროდვინუტების" ქმედებებს.

ქართულ მედიაშიც მომხდარა ფაქტი როცა რეპორტიორმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გაშუქებისას დიდი ალბათობით თავის კოლეგას ან ტექნიკურ თანამშრომელს ენა გამოუყო.

ძალიან მეწყინა ახალგაზრდა ჟურნალისტისაგან მსგავსი ქმედება, ჯერ სანახავად იყო ცუდი და მით უფრო საშინელი სანახავი იყო ჩამოშლილი სახლის ფონზე ასეთი ქმედება.

არავის არ განვსჯი, უბრალოდ ვწერ ალალად იმას რასაც ვფიქრობ.

გთავაზობთ ენა "გადმოგდებული" ულამაზესი, ეშხიანი და შარმიანი გოგოების სურათების კოლაჟს და ბარემ დავამატებ, ენის "გადმოგდებით" ამ გოგოებმა კადრი გააფუჭეს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


+16























0
429
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
429