x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
"ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი" - რას წერს მაია ბუწაშვილი ეკატერინე ტიკარაძეზე

image

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ტიკარაძე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ინფექციონისტის აზრით, ამის სათქმელად თანამდებობიდან გადადგომა არ უნდა იყოს აუცილებელი და "თვითკრიტიკა არავის სწყენს".

„ტიკარაძე: "პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით".

ზუსტი სტატისტიკა ამაზე არ არსებობს, მაგრამ ჰოსპიტალური ინფექციები და ზოგადად, კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი, ამის გარეშეც შეიძლება რეალობას თვალი გავუსწოროთ, რადგან აღიარების გარეშე სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია.

ან ვინც ოდნავ კრიტიკულ რამეს ვიტყვით ხოლმე, ხალხის მტრები არ ვართ და ამას ჯანდაცვის ბობოლების მხრიდან თავდასხმა და პასკვილები არ უნდა მოყვებოდეს.

თვითკრიტიკა არავის და არაფერს წყენს, პირიქით, უაზრო კეკლუცობა და თვითკმაყოფილებაა საშიში“, - წერს ბუწაშვილი „ფეისბუქზე“.

0
258
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0