x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიო ჩემპიონს კიკბოქსინგში, რომელსაც არ სჯეროდა Covid-19-ის, საკუთარ სახლში გარდაიცვალა

image

კიკბოქსინგის ჩემპიონი, რომელიც ცნობილია როგორც The Undertaker, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა მას შემდეგ, როდესაც არ დაიჯერა რომ Covid-19 ჰქონდა და საავადმყოფოდან გაწერეს, რათა "პატარა ვირუსი" ჟანგბადით ემკურნალა.

ფრედერიკ სინისტრა (Frederic Sinistra) გარდაიცვალა ვირუსის გართულების შედეგად ბლუში, ბელგია, ლიეჟის საავადმყოფოდან გაწერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. მან აუხსნა თაყვანისმცემლებს, რომ ის სახლში მკურნალობდა.


image


მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნოემბრის ბოლოს საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა აიძულა სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა და გამოაქვეყნა სურათები, სადაც ლოგინში იწვა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჟანგბადის მილით ცხვირში.


image

სინისტრამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო ფეისბუქზე, სადაც ჩანდა, რომ სუნთქვა უჭირდა, სპორტსმენმა ვიდეოს ასეთი მინაწერი გაუკეთა: „არ აქვს დრო ზარმაცებთან დროის დასაკარგად“.

ის ეწინააღმდეგებოდა Covid-19-თან დაკავშირებულ მთავრობის შეზღუდვებს და საერთოდ უარყოფდა ვირუსის არსებობობას, საერთოდ საუბარი აღარაა აცრაზე.

ის სოციალურ ქსელში 13 დეკემბრამდე აქტიურობდა, წერდა, რომ "პატარა ვირუსი" ვერ შეაჩერებს სოციალურ მედიაში მის აქტიურობას.

15 დეკემბერს ის გარდაიცვალა. მისმა პარტნიორმა მეორე დღეს გამოაცხადა სინისტრას გარდაცვალების შესახებ.

image

26 ნოემბერს სინისტრამ განაცხადა, რომ 4 დეკემბერს დაგეგმილი ბრძოლა გაუქმდა, "ამაზრზენი იყო" მისთვის ღონისძიების გადადება.

"მებრძოლი არასოდეს ტოვებს საყდარს, მე კიდევ უფრო ძლიერი დავბრუნდები", - წერდა სინისტრა.

image

13 დეკემბერს, მის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, სინისტრა "ფეისბუქზე" გამოეხმაურა თაყვანისმცემლებს:

"მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის, როგორც მოსალოდნელი იყო, სახლში ვმკურნალობ, ათასჯერ უფრო ძლიერი დაგიბრუნდებით".

image

ასევე იხილეთ


ომანური კლუბის "მუსკატის" ფეხბურთელი მატჩის წინ გასახდელში "გახურების" დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ომანში ადგილობრივი კლუბის "მუსკატის" ფეხბურთელი მუჰალად ალ-რუკადი "ალ -სუვაიკთან" ეროვნული ჩემპიონატის მორიგ კალნდარული მატჩის წინ წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას The Times of Oman ავრცელებს. 29 წლის ფეხბურთელს შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წ...


იულია ეფიმოვა პლანეტის რეკორდსმენია მსოფლიო ჩემპიონატების მედლების რაოდენობით რუს და საბჭოთა მოცურავეებს შორის. მას 17 (ექვსი ოქროს, შვიდი ვერცხლის, ოთხი ბრინჯაოს) მედალი აქვს მოგებული. ამასთან ერთად, არის 2012 და 2016 წლებში ოლიმპიური თამაშების სამგზის პრიზიორი და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი. ცურვის მოყვ...


სექს-სკანდალის გახმაურების შემდეგ, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ გააუქმა ყველა ტურნირი ჩინეთში, სანამ არ დარწმუნდება, რომ ცნობილ ჩოგბურთელს საფრთხე არ ემუქრება. ვახშმის შემდეგ სულ ვტიროდი, სექსი არ მინდოდა. აღელვებული და ამავდროულად შეშინებული ვიყავი, - წერდა ნოემბრის დასაწყისში ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე, ...


"ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ერიკ აბიდალის მეუღლემ, ჰაიეტ აბიდალმა განქორწინება გადაწყვიტა. დაშორების მიზეზი ქმრის ღალატი პარიზული კლუბის ფეხბურთელთან ჰეირა ჰამრაუისთან გახდა.ეს ის ჰეირა ჰამრაუია, რომელსაც 4 ნოემბერს საღამოს რკინის არმატურით თავს დაესხნენ.(მთავარ ფოტოზე:ჰეირა ...

1
306
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
306
  
2021, 27 დეკემბერი, 21:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1