x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"ვერასდროს დაამცირებ სხვას ისე, რომ თავად შენ, მეტად დამცირებული არ დარჩე" - საინტერესო ისტორია
image

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თეა შაყულაშვილი საინტერესო ისტორიას ავრცელებს სოციალური ქსელით:

"კი, ასეა, ვერასდროს დაამცირებ სხვას ისე, რომ თავად შენ, მეტად დამცირებული არ დარჩე."

"1998 წლის 14 ოქტომბერს, ერთ–ერთ საკონტინენტთაშორისო ავიალაინერის ბორტზე, ერთმა ქალმა, რომელიც სალონში შავკანიანი მამაკაცის გვერდით მოხვდა, სტიუარდს მოთხოვა მისთვის სხვა ადგილი გამოენახათ. ის ისე აშკარად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას თანამგზავრის კანის ფერის გამო, რომ დანარჩენი მგზავრები, გაოცებულები და თან ცოტა არ იყოს შეწუხებულნი იყვნენ მისი საქციელით სტიუარდმა ქალს უთხრა:

– თვითმფრინავი სავსეა, მაგრამ ვნახავ, იქნებ ბიზნეს–კლასში არის ადგილი.

ამან მთლად აღაშფოთა მგზავრები. „ის არ იყო საკმარისი, რომ ქალი ასე უტაქტოდ იქცოდა? ახლა კიდევ ბიზნეს–კლასით გააგრძელებს ფრენას“ – ფიქრობდნენ ისინი.

შავკანიანი მამაკაცი, რომელიც საკმაოდ უხერხულ და დამამცირებელ სიტუაციაში აღმოჩნდა, თავჩაღუნული იჯდა და ხმას არ იღებდა.

ქალი, დარწმუნდა რა, რომ ცოტა ხნის მერე, არ მოუწევდა ამ კაცის გვერდით ჯდომა და თანაც ფრენას ბიზნეს–კლასით გააგრძელებდა, კმაყოფილი სახით, მოუთმენლად ელოდა სტიუარდის დაბრუნებას.

რამოდენიმე წუთის მერე ის დაბრუნდა და ქალს მიმართა:

– მაპატიეთ, რომ შევყოვნდი. ვიშოვე ერთი ადგილი ბიზნეს–კლასში, ამან ცოტა დრო წამართვა, თანაც კაპიტნისგან უნდა მიმეღო ნებართვა ადგილის შეცვლაზე. მან მითხრა, რომ – „არ შეიძლება ვინმე ვაიძულოთ იჯდეს იმის გვერდით, ვინც პრობლემებს უქმნის“ – და მომცა ნებართვა.

ქალმა ტრიუმფატორის სახით გადახედა სხვა მგზავრებს და ის ის იყო წამოიწია ასადგომად, რომ სტიუარდი მიუბრუნდა შავკანიან მამაკაცს და უთხრა:

– მისტერ, გთხოვთ გამომყვეთ, მე მიგაცილებთ თქვენს ახალ ადგილამდე ბიზნეს–კლასში. კაპიტანი ბოდიშს გიხდით ჩვენი ავიაკომპანიის სახელით, რომ თქვენ მოგიწიათ იმ ადამიანის გვერდით ჯდომამ, ვინც შექმნა ასეთი არასასიამოვნო სიტუაცია.

ყველა მგზავრი, ერთხმად, აპლოდისმენტებით მიესალმა ავიალაინერის პერსონალის გადაწყვეტილებას, ასეთი გზით მოეგვარებინათ პროლემა.

იმ წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ კაპიტანი და სტიუარდი პრემიებით დააჯილდოვა, ხოლო კომპანიის პერსონალისთვის, ყველა ოფისში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს შემდეგი ფრაზა:

«ადამიანებს შეუძლიათ დაივიწყონ ის, რაც მათ უთხარით;

ადამიანებს შეუძლიათ დაივიწყონ ის, რაც მათ გაუკეთეთ;

მაგრამ ადამიანები ვერასდროს ვერ დაივიწყებენ იმას, თუ როგორ იგრძნეს თავი თქვენი სიტყვებისგან და თქვენი საქციელისგან»

image

ასევე დაგაინტერესებთ


დე, დღეს გცალია? მეტყვის ჩემი ქალიშვილი და უკვე ვიცი ბავშვები უნდა რომ დამიტოვოს, . ან დღეობაზე მიდის, ან რესტორანში, ან საყიდლებზე, ანდა სულაც შილაკი აქვს გასაკეთებელი. პანდემიამდე ჯერ ბილეთს იყიდდა და მერე შემოგვაპარებდა წყნარად სად და რამდენი ხნით აპირებდა გაფრენას. შეერგოს, ..



მამა პეტრე კოლხი(კვარაცხელია) სოციალურ ქსელში საკმაოდ სევდიან ამბავს აქვეყნებს: "ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. გარშემო სიკეთეს და მშვენიერებას ასხივებდა. იმ წელს ჩააბარა უნივერსიტეტში, მე რომ გავიცანი მასზე ალბათ ოთხი წლით პატარა ვიქნებოდი ვაკ



რაკი მე არ მერიდებით, მე რატომ უნდა მოგერიდოთ? როგორც გაბრიაძე ამბობდა, " ზრდილობამ დაგვღუპა, თორემ თათრებზე მეტნი ვყოფილვართ უწინ". ჰოდა, არც დაგბლოკავთ, არც წაგშლით და არც რა, პირიქით შეგიძლიათ მოიქცეთ....მე რას ვფიქრობ თქვენზე, იმას მოგახსენეთ


მოქალაქე უჩა აბაშიძე თბილისში მომხდარ შემთხვევაზე წერს სოციალურ ქსელში-იგი ტაქსის მძღოლს 30 წლის ქალის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. "გუშინ რო ელაპარაკე, და დღეს დილას რო ნახულობ რო სახე აქვს გადაგლეჯილი და გასისხლული (გოგოს) ამბავი ხდება ამ ღამით მეგობარი, გოგო, იყო სტუმრად ლისზე, სხვ...

0
366
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0