x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ დაიშალა საბჭოთა კავშირი-ქრონოლოგია
image


30 წლის წინ, 1991 წლის 26 დეკემბერს დაიშალა საბჭოთა კავშირი, ტერიტორიის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი იმპერია, რომელსაც დედამიწის ხმელეთის 1/6 ტერიტორია ეკავა, (22 მლნ. კვადრატული კმ)


26 დეკემბრისთვის მასში შემავალ ყველა რესპუბლიკას დე-ფაქტოდ გამოცხადებული ჰქონდა სუვერენიტეტი, პირველი იყო ლიტვის რესპუბლიკა, რომელმაც 1990 წლის 11 მარტს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ბოლო კი რუსეთის ფედერაცია, რომელმაც სსრკ-ს ოფიციალურად დაშლამდე ერთი დღით ადრე -1991 წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა დამოუკიდებლობა.დე -იურედ 15-ივე საბჭოთა რესპუბლიკა 1991 წლის 26 დეკემბერს გახდა დამოუკიდებელი.


ქვემოთ გაეცნობით ქრონოლოგიას, როგორ მივიდა სსრკ- 1991 წლის 26 დეკემბრამდე.



1985


1985 წლის 11 მარტს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ხდება, პოლიტბიუროს ახალგაზრდა წევრი, მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც მიზნად დაისახა საბჭოთა კავშირის ძირეული რეფორმები. ისეთი, როგორიცაა „გლასნოსტი“ (საჯაროობა), „პერესტროიკა“ (გარდაქმნა) და დემოკრატიზაცია.



გორბაჩოვმა აქტიურად დაიწყო ხელისუფლების ძველი კადრებისგან გაწმენდა და მათ ადგილზე, შედარებით ახალგაზრდა კადრების მოყვანა, მათ შორის იყო ედუარდ შევარდნაძე, როემლიც საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.



1986

1986 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა საჯაროობის პოლიტიკა.მისი მიზანი იყო პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია, მართვის სისტემის გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ინდივიდუალური თავისუფლება.გორბაჩოვი იწყებს საჯარო დებატებს საკითხებზე, რომლებიც ადრე ტაბუდ ითვლებოდა: იქნება ეს საბჭოთა ისტორიის ცალკეული ასპექტები თუ თანამედროვე პრობლემები.




1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ქალაქ პრიპიატში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ატომური რეაქტორი აფეთქდა.ეს იყო ყველაზე დიდი ბირთვული ავარია კაცობრიობის ისტორიაში.მიუხედავად "გლასნოსტის" პოლიტიკისა, საბჭოთა კავშირი დუმს კატასტროფის მასშტაბებზე.




1986 წლის ივლისში, ლატვიის ქ.ლიეპაიაში, ადგილობრივი სამუშაოების მიერ „ჰელსინკი –86“ შეიქმნა, რომელიც სსრკ – ში პირველი ღიად ანტიკომუნისტური ორგანიზაცია იყო.






1986 წლის 11 ოქტომბერს, მიხეილ გორბაჩოვი და აშშ–ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი რეიკიავიკში, ისლანდია, შეხვდნენ ერთმანეთს. განხილვის თემა ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხი იყო.



1986 წლის 10 დეკემბერს გორბაჩოვი ურეკავს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საბჭოთა დისიდენტს, ანდრეი სახაროვს და მოსკოვში დაბრუნებას სთავაზობს.შვიდწლიანი გადასახლების შემდეგ სახაროვი ბრუნდება.


1987

1987 წლის 27 იანვარს გორბაჩოვი აცხადებს "პერესტროიკის" დაწყებას ეკონომიკის გაუმჯობესების, ცენტრალური დაგეგმარებისგან თავის დაღწევისა და კერძო მეწარმეობის განვითარების მიზნით.



1987 წლის 8 დეკემბერს გორბაჩოვმა და აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ.


1988

1988 წელი-გორბაჩოვის რეფორმებმა არ გაამართლა, შეიქმნა პრობლემები.ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი; გარდა ამისა, ზოგიერთ რესპუბლიკაში გაჩნდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოძრაობები.



1988 წლის 20 თებერავალს, სტეპანაკერტში, მთიანი ყარაბაღის ასსრ–ს ადგილობრივმა საბჭომ აზერბაიჯანის სსრ–დან გამოყოფისა და სომხეთის სსრ–თან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.ამას მოჰყვა სუმგაიტის ჟლეტა, რითაც დაიწყო მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტი.



1988 წლის 15 მაისს, 9 წლის შემდეგ საბჭოთა ჯარებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს. ბოლო საბჭოთა ჯარისკაცმა ავღანეთი 1989 წლის 15 თებერვალს დატოვა. ავღანეთში ომის შედეგად, 1979–1989 წლებში, დაახლოებით, 28 ათასი საბჭოთა მოქალაქე დაიღუპა.



1988 წლის ივლისში გორბაჩოვი გეგმავს კომუნისტური პარტიის ძალაუფლების შესუსტებას და სთავაზობს სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობის მოწვევას.არჩევნები ჩატარდა 1989 წლის გაზაფხულზე.



1988 წლის დეკემბერში გორბაჩოვმა გამოაცხადა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში სსრკ-ს შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ.



საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ცივი ომი, რომელიც ორმოც წელზე მეტხანს გაგრძელდა, დასრულებულად გამოცხადდა.

1989

1986-1989 წლებში მწვავდება შიდა ეროვნული კონფლიქტები, ზემოთ ნახსენები სომხეთ-აზერბაიჯანის გარდა, შეტაკებები მოხდა ყაზახეთში, ყირიმელი თათრების მანიფესტაცია მოსკოვში, სოხუმში ქართველ-აფხაზთა შეტაკება, ხოლო ფერგანაში უზბეკებსა და თურქ-მესხებს შორის.



1989 წლის 26 მარტს, პირველად მრავალპარტიული არჩევნების შედეგად აირჩიეს სახალხო დეპუტატთა ყრილობა. არჩევნებში ამომრჩეველთა 89.9%–მა მიიღო მონაწილეობა და 2250 ადგილიდან 1958 ადგილი შეივსო. დანარჩენი ადგილები განმეორებით ტურებში შეივსო. წარმატებას მიაღწიეს არა მხოლოდ კომუნისტური პარტიის მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა, არამედ დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც, მათ შორის იყვნენ ბორის ელცინი, ანდრეი სახაროვი და იურისტი იური სობჩაკი.



1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა თბილისში დაარბია მომიტინგეები, რომელთა მოთხოვნა იყო სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლა და დამოუკიდბელობის გამოცხადება .ამ ტრაგედიას შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე.



1989 წლის 4 ივნისს, პოლონეთში არჩევნების შედეგად კომუნისტური მთავრობა შეიცვალა. მიხეილ გორბაჩოვი აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირი უარს იტყოდა ბრეჟნევის დოქტრინაზე და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ სახელმწიფოებს საკუთარი შიდა საქმეების თავისუფლად გადაწყვეტის საშუალებას მისცემდა. კრემლის პოზიციის შერბილებას 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური მთავრობის ნელ–ნელა დამხობა მოჰყვა.



1989 წლის 23 აგვისტოს, ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) 2 მლნ ადამიანის მონაწილეობით მშვიდობიანი დემონსტრაცია გაიმართა. 600 კმ–ზე 2 მლნ ადამიანს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდა გაკეთებული, რითაც 1939 წლის 23 აგვისტოს დადებული მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი დაგმეს, რასაც 1940 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნების საბჭოთა ოკუპაცია მოყვა.



1989 წლის 9 ნოემბერს, დაინგრა ბერლინის კედელი--მასობრივი სახალხო გამოსვლების შედეგად გდრ-ის მთავრობამ მოხსნა შეზღუდვები დასავლეთ ბერლინთან, ხოლო 1 ივნისიდან სრულიად მოხსნა სასაზღვრო კონტროლი. იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ყველა სასაზღვრო ნაგებობა დაანგრიეს, გარდა 1, 3 კილომეტრიანი მონაკვეთისა, რომელიც დატოვეს როგორც ძეგლი და ცივი ომის ყველაზე ცნობილი სიმბოლო.



1990

1990 წელს სომხურ–აზერბაიჯანული დაპირისპირების ფონზე, აზერბაიჯანში ვითარება დაიძაბა, რასაც 19 იანვარს ბაქოში საბჭოთა ჯარების შეყვანა მოჰყვა. ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფრონტაცია და წესრიგის დამყარება რამდენიმე დღე გაგრძელდა, რასაც 130 ადგილობრივი შეეწირა.



1990 წლის 7 თებერვალს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა (სკკპ ცკ) მხარი დაუჭირა მიხეილ გორბაჩოვის რეკომენდაციას პოლიტიკურ ცხოვრებაში კომუნისტური პარტიის ერთპარტიული მმართველობის დასრულების შესახებ. 1990 წლის განმავლობაში ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში ჩატარდა არჩევნები, მათ შორის 6 საბჭოთა რესპუბლიკაში (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი) ადგილობრივმა კომუნისტურმა პარტიებმა არჩევნები წააგეს. ამ რესპუბლიკებმა ეროვნული სუვერენიტეტის გამოცხადება და მოსკოვთან სამართლებრივი ომი დაიწყეს.


1990 წლის 15 მარტს, მიხეილ გორბაჩოვ დეპუტატთა ყრილობამ სსრკ–ის პრეზიდენტად აირჩია.



1991

1991 წლის 17 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის მომავალი კონსტიტუციური მოწყობის შესახებ.შემოთავაზებული იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკების ფედერაცია, პლუს ფართო ავტონომია. ეს იყო საბჭოთა კავშირის გადარჩენის უსუსური მცდელობა.რეფერენდუმში არ მონაწილეობდა ბალტიის რესპუბლიკები, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა.



1991 წლის 19 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მიზნით, მიხეილ გორბაჩოვის მოწინააღმდეგეებმა მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმეს. 20 აგვისტოს რუსეთს სფსრ გეგმავდა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის შედეგადაც საბჭოთა კავშირი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ფედერაციად გარდაიქმნებოდა, რომლებსაც საერთო პრეზიდენტი, საგარეო პოლიტიკა და არმია ეყოლებოდა. აღნიშნულ იდეას მხარს უჭერდნენ ცენტრალური აზიის რესპუბლიკები. გადატრიალების ხელმძღვანელებმა (საბჭოთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტი გენადი იანაევი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინ პავლოვი, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვი, კა-გე-ბეს უფროსი ვლადიმერ კრიუჩკოვი, შს მინისტრი ბორის პუგო და სხვები, სულ რვა) შექმნეს საგანგებო სიტუაციის სახელმწიფო კომიტეტი, რომლის მიზანიც იყო სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის არ დაშვება. პუტჩისტებმა ფაროსში, ყირიმში დასასვენებლად მყოფი გორბაჩოვი შინა პატიმრობაში აიყვანეს და გარე სამყაროს მოწყვიტეს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ცენზურა აღადგინეს. გორბაჩოვის მოვალეობის შესრულება იანაევს დაეკისრა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ პუტჩისტებმა ვერ მიიღეს საერთო სახალხო მხარდაჭერა, ვერც ბორის ელცინის დაკავება შეძლეს, რომელიც პუტჩისტების საწინააღმდეგოდ ტანკზე ამხედრებული წარმოთქვამდა სიტყვას. 21 აგვისტოს პუტჩისტები დამარცხდნენ. გორბაჩოვმა პოლიტბიუროს უმრავლესობა დაითხოვა და რამდენიმე დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის იყვნენ პუტჩის ყველა (7) ორგანიზატორი, პუგოს გარდა, რომელმაც თავი მოიკლა. მათი უმრავლესობა გორბაჩოვის ძველი მოკავშირე იყო.




1991 პუტჩის დამარცხების შემდეგ, ერთბაშად 10 დარჩენილმა რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა(უკრაინა, ბელორუსი, აზებაიჯანი, მოლდოვა, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი)



1991 წლის 8 დეკემბერს, ბელორუსიაში, ბელოვეჟის ტყეში მდებარე სამონადირეო ქოხში, სამი საბჭოთა რესპუბლიკის (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია) ლიდერმა (ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი, სტანისლავ შუშკევიჩი) ხელი მოაწერა სამი სახელმწიფო მეთაურის დეკლარაციას და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაფუძნების შეთანხმებას.







1991 წლის 25 დეკემბერს, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც რუსეთი დამოუკიდებლობას და სსრკ-ს ერთადერთ მეკვიდრედ აცხადებს თავს და ხდება ფედერაციული რესპუბლიკა.ყველა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გორბაჩოვი თავისთავად ტოვებს სსრკ პრეზიდენტის პოსტს და ძალაუფლებას გადასცემს ელცინს.


image


ასევე დაგაინტერესებთ


რუსების თითქმის ორი მესამედი (62%) ნანობს, რომ 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, ნათქვამია საზოგადოებრივი აზრის ფონდის ( ФОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში, რომელიც Интерфакс-ის შეკვეთით განხორციელდა. გამოკითხვის შედეგების თანახმად ყველაზე მეტად ნანობენ საბჭოთა კავშირის დაშლას 46-იდან -60 წლამდე მოქალაქეები (82%), 60 ...



ВЦИОМ-მა(საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსული(სრულიად საკავშირო 1992 წლამდე) ცენტრი)ჩაატარა გამოკითხვა, სპეცპროექტის ფარგლებში " "30 წელი საბჭოთა კავშირის გარეშე", რომლის მიზანია გამოვლენილიყო ყველაზე საყვარელი საბჭოთა ფილმების და სიმღერების რეიტინგი.გამოკითხვაში მონაწილეობდა ზრდა...



ზუსტად 60 წლის წინ, 1961 წელის 15 სექტემბერს ქალაქ ბესლანში არეულობა დაიწყო მას შემდეგ, როდესაც მილიცია ცდილობდა ხუთი მთვრალი ადამიანის დაკავებას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე. ხულიგნებმა წესრიგის დამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.ეს ჩხუბი გადაიზარდა მასობრივ არეულობაში, რომელშიდაც 700 მოქალაქე მონაწილეობდა.პარტიუ...


34 წლის წინ, 1987 წლის 28 მაისს 19 წლის მათიას რუსტმა შეძლო წარმოუდგენელი რამის გაკეთება: მან სპორტული თვითმფრინავით გაარღვა კლასობრივი მტრის, "რკინის ფარდის " საჰაერო საზღვარი და მშვიდობიანად დაეშვა პირდაპირ მოსკოვში, წითელ მოედანზე, იმ იმპერიის დედაქალაქის შუაგულში, სადაც, ხატოვნად თუ ვიტყვით, შიშით "ჩიტიც ვერ შეფრ...

1
507
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
507
  
2021, 27 დეკემბერი, 3:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1