x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
მოდელი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი რინგის - გოგონა, რომელზეც ყველა კაცი ოცნებობს

image


რინგის - გოგონების საქმიანობა თავადაც მოგეხსენებათ რომ რაუნდებს შორის რინგზე ასვლა და მაყურებლებისთვის მორიგი რაუნდის დაწყების შეხსენებაა. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან, კაცები მათ აღმერთებენ, მათზე გიჟდებიან თუმცა მათი სახელები არავინ იცის, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, ბრიტანელი როზი როფი. ამ ტემპერამენტიანმა შავგვრემანმა ლამაზმანმა მართალია სამოდელო კარიერის აწყობა სცადა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია, სწორედ მაშინ გადაწყვიტა გოგონამ ბედი რინგზე ეცადა და ხმაურიან ორთაბრძოლებში მუშაობა სწორედ რინგის - გოგონად დაიწყო.


image


დღესდღეობით, როზი როფი - ცნობილი და ძალიან მოთხოვნადი მოდელია. ის თეთრეულისა და საცურაო კოსტუმების რეკლამით არის დაკავებული, მის "ინსტაგრამ" გვერდს კი 1, 6 მილიონი გამომწერი ჰყავს. 2021 წლის გაზაფხულზე გოგონამ მექსიკური "Playboy"-ის გარეკანი დაამშვენა, რამაც მისი თაყვანისმცემელთა არმია კიდევ უფრო გაზარდა.


image


ლამაზმანი დიდ ბრიტანეთში დაიბადა, თუმცა მის ძარღვებში სლავური, უფრო სწორად კი, ჩეხური სისხლი ჩქეფს. უფროს კლასებში როზი მამაკაცების განსაკთრებულ ყურადღებას საუცხოო გარეგნობით იპყრობდა.


image


16 წლის ასაკში გოგონას ერთხელ სანაპიროზე სკაუტი მიუახლოვდა და საცურაო კოსტუმების რეკლამაში გადაღება შესთავაზა. როფი სარფიან შეთავაზებას რაღა თქმა უნდა, დათანხმდა ასეთი პროზაული სახით შედგა მისი როგორც მოდელის დებიუტი, მაგრამ სამოდელო სფეროში მარტივად მოხვედრა ყოველთვის თავბრუდამხვევი კარიერის გაკეთებას არ ნიშნავს. როზის, როგორც პროფესიონალი მოდელის ზრდა ძალიან მდორედ მიდიოდა და არც მის შრომას მოჰქონდა რაიმე განსაკუთრებული შემოსავალი.


image


ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალბედა მოდელმა მუშაობა რინგ - გოგონად დაიწყო. მისი ვარსკვლავური საათი კი 2016 წელს, ფლოიდ მეივეზერ უმცროსისა და მენი პაკიაოს ისტორიული ბრძოლის დროს დადგა. ორთაბრძოლამ, რომელსაც თვალს მთელი მსოფლიო ადევნებდა, როფი ცნობილ და მოთხოვნად რინგ - მოდელად აქცია.



image


32 წლის მოდელს ახლა უკვე თავად შეუძლია აირჩიოს შემოთავაზებული კონტრაქტებიდან საუკეთესო და დამქირავებლებს საკუთარი წესები უკარნახოს. მას ძვირადღირებული საცვლების, საცურაო კოსტიუმებისა და სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები აფასებენ და პატივს სცემენ. ლამაზმანი მრავალრიცხოვნ გამომწერებს თავისი ცხელ - ცხელი, პიკანტური ფოტოებით სისტემატურად ანებივრებს, ამიტომ გამომწერი მამაკაცების სიმცირეს გოგონა ნამდვილად არ უჩივის.


imageimageimageimageimage












0
509
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
509