x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? სად არის ანგარიში?" - მამუკა ხაზარაძე

image
კახა კუ­ჭა­ვას მიერ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფეისბუქ-პოსტით ეხმაურება.

“5 პრემიერი, 5 პარლამენტის თავჯდომარე 9 წელიწადში. რა სტაბილურობაზეა საუბარი, რა საგარეო ურთიერთობაზე, რა ეკონომიკურ პროგრამებზე, რა ინვესტიციაზე და რა სამუშაო ადგილებზე? რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? სად არის პროგრამა, სად არის ანგარიში? სად არის პასუხისმგებლობა? არაფერი ასეთი!

ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია, რომელშიც ხმები იყიდება, რომელშიც სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება დუმს, რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ... ბრძოლა გრძელდება! ბრძოლა ამ მარაზმის დასამთავრებლად და ნამდვილი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად”, - წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, კახა კუ­ჭა­ვას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი შეც­ვლის.

1
162
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
162
  
2021, 26 დეკემბერი, 4:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1