x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"დღეს ფუფუნებაში და მილიონებში ჩაძირულმა საქართველოს საპატრიარქომ და მისმა ეკლესიამ ქრისტეს დაუკეტა კარი" - ილია ჭიღლაძე

image

"პატრიარქობის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსობის 44 წლისთავი და შობა-ახალიწელი როგორ უნდა იდღესასწაულოს ილია მეორემ თავის უზარმაზარ, ანტიკვარიატით გამოტენილ სასახლეში, როდესაც გუშინ თბილისში სოხუმიდან დევნილი უსახლკარო კაცი ქუჩაში გაიყინა?!

რატომ არაა "ერის სულიერი მამის" სასახლის კარი ღია უპატრონო და მისაფარი ადამიანებისათვის?! რატომაა თბილისის ასობით ეკლესიის და ათობით მონასტრის კარი დაკეტილი გლახაკთათვის?!

დღეს ფუფუნებაში და მილიონებში ჩაძირულმა საქართველოს საპატრიარქომ და მისმა ეკლესიან ქრისტეს დაუკეტა კარი. ამის მერე ძნელია კალაძეზე, ღარიბაშვილზე და ივანიშვილზე ვისაუბროთ და რაიმე მორალური პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ, როდესაც ეკლესიის იერარქიაა პირველი მაგალითი მოყვასის უარყოფის და ქრისტეს ღვთაებრივი სწავლების დავიწყებისა" - წერს სოციალურ ქსელში ილია ჭიღლაძე.

როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქომ ამა წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის დეკანოზ, ს ილია ჭიღლაძეს სასულიერო პირების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მღვდელმოქმედება აუკრძალა.(იხილე სტატია-"ამ გარყვნილების ბუდეში ერთი წესიერი კაცი იყო და, ისიც დასაჯეს!"

3
430
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
430
  
2021, 27 დეკემბერი, 11:01
ერთი დადებითი შეგიძლია თქვა დღევანდელ საპატრიარქოზე? ტიპები ისეთი ღირებულების ავტომობილებით და ნივთებით ინებივრებენ თავს მიმიქარავს ქუვეითის ელიტა. გამოდის ეს ძალად მღვდელი თუ მეუფე და ეკლესიას ფული არ ყოფნისო, ამ დროს ყელზე 500 გრამიანი ოქროს ნაქსოვი ცეპი კიდია და ბრილიანტის თვლებით მორთული ათასი სამკაული უბრწყინავს. ეხლა თქვი აბა ვინ უნდა გადაშენდეს??? ალალია ამათთვის ქუსლების დაჭრა...
2021, 26 დეკემბერი, 4:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 26 დეკემბერი, 0:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3