x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
უკრაინელებმა კარგად აითვისეს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო, მართვადი სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი"

image

მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორობისა ამერიკის შეერთებული შტატები არც ჩვენ და არც უკრაინას არ აწვდიდა ძალიან ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო მართვად, სარაკეტო კომპლექს "ჯაველინს".

მიზზებზე საუბარი დიდხანს შეიძლება, მაგრამ მოდით ამაზე თავი შევიკავოთ, მით უფრო მას შემდეგ რაც ამერიკელებმა საქართველოსაც და უკრაინასაც გარკვეული რაოდენობის აღნიშნული კომპლექსები მიაწოდეს დამატებით ამ კომპლექსისათვის განკუთვნილ რაკეტებთან ერთად.

საბედნიეროდ ამერიკელებმა ასევე იზრუნეს იმაზე, რომ მოემზადებინათ აღნიშნული კომპლექსების ოპერატორები, რაც გარკვეული წინსვლაა ქართული და უკრაინული არმიებისთვის.

მოგეხსენებათ აღნიშნულ კომპლექსებს შეუძლია ლოკალურ საბრძოლო მოქმედებებში მოწინააღმდეგის ტანკების და ზოგადად ჯავშანტექნიკის განადგურება თუ მწყობრიდან გამოყვანა, რაც გარკვეულ უპირატესობას მიანიჭებს ქართულ და უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს.

მე არ ვამბობ, რომ "ჯაველინი" რუსეთთან საომარი მოქმედებისას გამარჯვების საწინდარი იქნება, მაგრამ აღნიშნული კომპლექსების ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში მოწინააღმდეგეს მოუწევს დაფიქრდეს, სანამ ჯავშანტექნიკით შეტევაზე გადასვლის ბრძანებას გასცემს.

ამჟამად უკრაინელები ვარჯიშობენ "ჯაველინის" გამოყენებაში, კომპლექსიდან 1, 5 კილომეტრით დაშორებულ ტანკს, რომელიც მთლიანად ეკრანიზებული იყო დამცავი ცხაურებით ამერიკული კომპლექსიდან გაშვებულმა რაკეტამ, როგორც იტყვიან "თავის ქალა ახადა" და ტანკი პრაქტიკულად შიგნიდან ამობუგა.


0
271
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
271