x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შობის ღამეს ქეით მიდლტონმა ფორტეპიანოზე საჯაროდ პირველად დაუკრა

image
წუხელ, საშობაო გალობაზე კემბრიჯის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონის საფორტეპიანო დებიუტი შედგა. ქეითმა მომღერალ ტომ უოლკერს ფორტეპიანოზე აკომპანირება გაუწია.


სცენა ვესტმისტერის სააბატოში მოაწყვეს და შესრულება სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა, თუმცა წინასწარ იყო ჩაწერილი.


"უდავოდ, ეს იყო გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ადვილი არ არის დაკვრა ამდენ მუსიკოსთან ერთად, რომლებთანაც აქამდე არასდროს დაგიკრავს და ამ ყველაფრის კამერის წინაშე ჩაწერა, მაგრამ მან ეს შეძლო“, -თქვა ტომ უოლკერმა ქეითის დებიუტზე.


მუსიკოსმა დასძინა: "ის ისეთი საყვარელი, კეთილი და გულთბილი ადამიანია, მადლობა გადაუხადა ყველას ამ შესაძლებლობისთვის. ეს იყო გიჟური დღე ჩემთვის, რომელსაც არასოდეს დავივიწყებ“.



image
სამეფო წყაროს ცნობით, აკომპანიმეტის გაწევის იდეა თავად კემბრიჯის ჰერცოგინიას ეკუთვნოდა.


ქეითი ბავშვობაში ფორტეპიანოზე დადიოდა და ეს უნარი საყოველთაო ლოქდაუნის დროს კიდევ უფრო განავითარა. ოქტომბერში ქეითი Forward Trust-ის ღონისძიებას დაესწრო, სადაც 30 წლის უოლკერი გაიცნო და მოისმინა მისი შესრულება "Leave a Light On". ეს არის სიმღერა იმ ადამიანებზე, ვინც დამოკიდებულებას ებრძვის. ქეითმა მუსიკოსს საშობაო გალობის ერთად შესრულება შესთავაზა.


”მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჰერცოგინიასთვის ლოქდაუნის დროს”, - ამბობს სამეფო წყარო, - "ის ასევე აცნობიერებს, როგორ აერთიანებს მუსიკა ადამიანებს - განსაკუთრებით ამ რთულ დროს. სწორედ ამ მიზეზით, ჰერცოგინიას სურდა საშობაო წარმოდგენაში მიეღო მონაწილეობა."


რამდენიმე თვის შემდეგ პროდიუსერებმა ვესტმინსტერის სააბატოში ჯადოსნური სცენა მოაწყვეს და პერფორმანსი ჩაწერეს.


ჰერცოგინიას მუსიკალურმა ნიჭმა შთაბეჭდილება მოახდინა შოტლანდიელ მუსიკოსზე - მან წარმოდგენის ბოლოს აღნიშნა, რომ სცენაზე ქეითის გვერდით ყოფნა პატივი იყო. უოლკერმა დასძინა: „დედაჩემმა ჩვენი შესრულება ტელევიზორში რომ დაინახა, გაოგნდა. ვიცი, რომ ეს სიმღერა ბევრი ადამიანის გულის სიმებს შეარხევს ამ შობას".

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0