x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"ტერმინატორმა" საშობაო ოცნებები აუსრულა უსახლკარო ვეტერანებს
image
ამბობენ, რომ შობას შეიძლება ყველაზე წარმოუდგენელი რამ აუხდეს ადამიანს. ჰოოდა, ცნობილმა მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა გადაწყვიტა, პატარა საშობაო ზღაპარი მოექყო მათთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება ცხოვრებაში.


ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა უსახლკარო ვეტერანებისთვის წინასწარ იყიდა 25 სახლი.


"დღეს შობა ცოტა ადრე აღვნიშნე, ლოს-ანჯელესში 25 სახლი გადავეცი უსახლკარო ვეტერანებს. ფანტასტიკური იყო გარკვეული დროის გატარება ჩვენს გმირებთან და მინდა მივესალმო მათ ახალ სახლებში", - დაწერა მსახიობმა ინსტაგრამზე.


მთლიანობაში კინოვარსკვლავმა 250 ათასი დოლარი შესწირა ორგანიზაციას „სახლები ვეტერანებისთვის“, რომელმაც საცხოვრებელი სახლი შეიძინა ვეტერანებისთვის. პროექტის მონაწილეების თქმით, საცხოვრებელი აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით: ელექტროენერგიით, წყალმომარაგებით, გათბობით და კონდიციონერითაც კი. თუმცა, რა თქმა უნდა, სახლები არ გამოიყურება ელეგანტურად: ტიპიური სტანდარტული შენობები. მეორეს მხრივ, უსახლკაროებისთვის ეს უზარმაზარი საჩუქარია.


ახალმოსახლეობის აღსანიშნავად, შვარცენეგერმა შვილთან ერთად შეწვა მწვადი და გაუმასპინძლა ბენეფიციარ ვეტერანებს.

მსახიობი ცნობილია არა მხოლოდ "ტერმინატორის", "კომანდოს" "მტაცებელის" ან "ტყუპისცალით" როლით, არამედ უზადო ქველმოქმედაბითაც. მაგალითად, გასულ წელს მან 1 მილიონი დოლარი შესწირა კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და დამატებით გამოწერების დახმარებით კიდევ 500 000 დოლარი შეაგროვა ინტერნეტში.

იგი აგრეთვე კალიფორნიის გუბერნატორის მთლიან წლიურ ხელფასი -175, 000 აშშ დოლარი ქველმოქმედებას მოახმარა.

უსახლკარო სამხედრო ვეტერანების პრობლემა შეერთებულ შტატებში რეგულარულად ჩნდება სხვადასხვა დონეზე. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში დაახლოებით 37 ათასი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ცხოვრობს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი კუთხე არ გააჩნიათ. მაგალითად, ზოგმა ვეტერანმა დაკარგა სახლი ფიზიკური ინვალიდობის გამო, ზოგმა ფსიქიკური პრობლემების გამო, ზოგს კი უბრალოდ არ აქვს საკმარისი პენსია იმისთვის, რომ თავი შეინახოს.



0
228
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0