x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134364
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
"მათ მოგვატყუეს, უბრალოდ თავხედურად მოგვატყუეს" - პუტინი

image

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთი „მოატყუეს“ ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით არ გაფართოების დაპირებით. ამის შესახებ მან ფინალურ პრესკონფერენციაზე SkyNews-ის ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

„უსაფრთხოების საკითხში, მთავარია არა მოლაპარაკებების მიმდინარეობა, არამედ მთავარია შედეგი. არც ერთი სანტიმეტრი აღმოსავლეთითო - გვითხრეს 90-იან წლებში და თავხედურად მოგვატყუეს"

23 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რიგით მე-17 დიდი პრესკონფერენცია გაიმართება. 2021 წელს ღონისძიება იმართება პირად ფორმატში- სახელმწიფოს მეთაური ჟურნალისტებს შეხვდა, ჯამში 500-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი იყო აკრედიტებული.

ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო ქვეყნის ჯანდაცვის მოთხოვნების შესაბამისად, კოროვირუსული ინფექციის COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში. ამჯერად, პრესკონფერენცია გაიმართა მოსკოვის მანეჟში. ღონისძიება იქ გადაიტანეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან, სადაც რუსეთის ლიდერი ჩვეულებრივ ხვდებოდა ჟურნალისტებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების ზომებს - მედიის თანამშრომლებმა ჩაიტარეს PCR ტესტები, სადარბაზოებში განთავსებული იყო სადეზინფექციო ჩარჩოები, ხოლო დამსწრეთა შორის გათვალისწინებულია ერთი მეტრი მანძილი კომფორტული დასაჯდომისთვის. ამით ისინი შეძლებენ კითხვების დასმას პირისპირ, ჩვეული ფორმატის დაბრუნების წყალობით. პრესკონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ფედერალური, რეგიონული და უცხოური მედიის თანამშრომლები. კრემლმა დაადასტურა, რომ პრესკონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ უცხოური სააგენტოების სიაში შეტანილი პუბლიკაციების, ასევე, ძირითადი უცხოური მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად აშუქებენ პრეზიდენტის დღის წესრიგს.


0
181
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0