x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ფეხბურთელი მატჩის წინ გასახდელში მოკვდა
image

ომანური კლუბის "მუსკატის" ფეხბურთელი მატჩის წინ გასახდელში "გახურების" დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა.


ომანში ადგილობრივი კლუბის "მუსკატის" ფეხბურთელი მუჰალად ალ-რუკადი "ალ -სუვაიკთან" ეროვნული ჩემპიონატის მორიგ კალნდარული მატჩის წინ წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას The Times of Oman ავრცელებს.

image


29 წლის ფეხბურთელს შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გული წაუვიდა და დაეცა. ალ-რუკადი საავადმყოფოში გულის შეტევით დიაგნოზით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა სპორტსმენის გადარჩენა ვერ შეძლეს. მატჩი, სადაც ტრაგედია მოხდა, გაუქმდა, მაგრამ ამავე დღეს სხვა შეხვედრები გაიმართა, რომელიც წუთიერი დუმილით იწყებოდა, თუმცა გულშემატკივრები ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილება გამოხატეს, უწოდეს " არაადამიანური საქციელი" ფეხბურთის ფედერაციის მესვეურების გადადგომა მოითხოვეს.

image

ანალოგიური მოხდა გუშინწინ, 22 დეკემბერს. ინდონეზიური კლუბის "ტორნადოს" მეკარე ტაუფიკ რამზი მე-3 ლიგაში "ვაგანასთან" მატჩის დროს გარდაიცვალა.

მეკარე მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს შეეჯახა, რა დროსაც ფეხი თავში მოხვდა. საკაცით უგონო მდგომარეობაში მყოფი ტაუფიკ რამზი მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს და საავადმყოფოში გააქანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, კომაში ჩავარდნილი რამზის გადარჩენა ვერ შეძლეს.

0
169
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0