x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
მეცნიერებმა 66 მილიონი წლის წინანდელ კვერცხში იდეალურად შენახული დინოზავრის ემბრიონი აღმოაჩინეს

image

მეცნიერებმა 66 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის შესანიშნავად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს, რომელიც ის ის იყო, წიწილასავით კვერცხიდან გამოჩეკებას აპირებდა.

ნამარხი აღმოაჩინეს განჯოუში, სამხრეთ ჩინეთში. ეს არის ოვირაპტოროზავრი, უკბილო, ბუმბულიანი ქერცლიანების ანუ ტერაპოდების ჯგუფიდან. მკვლევარებმა მას „ნამცეცა ინლიანგად“ მონათლეს.

"ეს არის ისტორიაში აქამდე აღმოჩენილი დინოზავრის ერთ-ერთი საუკეთესო ემბრიონი", - ამბობს ფიონ ვაისუმ მა, BBC-სთანაუბარში, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარი და ჟურნალ iScience-ში სტატიის თანაავტორი.

აღმოჩენა თითქმის შემთხვევით მოხდა. დინოზავრის კვერცხების შესწავლისას, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იმტვერებოდა საწყობში, მკვლევარები დაეჭვდნენ, რომ შიგნით შესაძლოა ემბრიონები ყოფილიყო. მეცნიერებმა გაქვავებული ნაჭუჭის ნაწილი ამოიღეს და შიგნით ამიერიდან უკვე მონათლული " ნამცეცა ინლიანგი" აღმოაჩინეს.

ნორჩ დინოზავრს თავი სხეულის ქვეშ ედო, ფეხები გვერდებზე ელაგა და ზურგში მოკუნტული იყო. დინოზავრის ემბრიონები აქამდე არ პოზაში არასდროს უპოვიათ, ეს აღმოჩენა თანამედროვე ფრინველების ემბრიონის პოზას ჰგავს.

image


ფრინველების ქცევას აკონტროლებს ცენტრალური ნერვული სისტემა.წიწილები, რომლებიც აპირებენ გამოჩეკვას, თავებს ათავსებენ მარჯვენა ფრთის ქვეშ, რათა თავის სტაბილიზირება შეძლონ მაშინ, როდესაც ისინი ნაჭუჭს ნისკარტით ამტვრევენ.

ემბრიონები, რომლებიც თავს არ მალავენ ფრთის ქვეშ, უფრო მეტად იღუპებიან, ნაჭუჭის გარღვევის მცდელობის დროს.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: თანამედროვე ახალდაბადებული ნიანგები, გამოჩეკვისას, იკავებენ მჯდომარე პოზიციას და თავს მკერდზე ხრებიან.

"აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ თანამედროვე ფრინველების ეს ქცევა პირველად განვითარდა და წარმოიშვა მათი წინაპრებისგან-დინოზავრებისგან", - ამბობს მა.

ბუმბულიანი ოვირაპტოროზავრები („კვერცხების მომპარავი ხვლიკები“) ცხოვრობდნენ დღევანდელ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გვიანდელ ცარცულ პერიოდში. მათ ჰქონდათ სხვადასხვა ფორმის ნისკარტი და შესაბამისად რაციონიც .უმსხვილესი წარმომადგენლები რვა მეტრამდე იზრდებოდნენ (გიგანტორაპტორები), მაგრამ ასევე იყვნენ ინდაურის ზომის პატარა ქვეწარმავლებიც.

"ნამცეცა ინლიანგი" არის დაახლოებით 27 სმ სიგრძის ნისკარტიდან კუდამდე და მოთავსებულია 17 სმ. სიგრძის კვერცხში. მკვლევარები თვლიან, რომ ემბრიონი 72-დან 66 მილიონ წლამდეა.მას, ალბათ, უეცარი მეწყერი დაატყდა თავს, რამაც კვერცხი ღრმად ჩამარხა და გადაარჩინა სხვა მტაცებლებისგან და დღემდე მოაღწია. თუ ინლიანგი გამოიჩეკებოდა, ის ორ-სამ მეტრამდე გაიზრდებოდა და სავარაუდოდ მცენარეებით გამოიკვებებოდა.

0
700
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0