x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ძალიან შემეცოდა ბერია, ბოლო-ბოლო მასთან 5 თვე ყოველდღე ვიყავი და მაგრად შევეჩვიე"
image

ზუსტად 68 წლის წინ, 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს ლავრენტი ბერია. დაკავების დღიდან (1953 წლის 26 ივნისი)დახვრეტამდე, ლავრენტი ბერია თითქმის 6 თვე იმყოფებოდა სატუსაღოში, ამ ხნის განმავლობაში ბერიასთან უშუალოდ მიმაგრებული იყო თავდაცვის ოლქის შტაბის ყოფილი კომენდანტი, პოლკოვნიკი მიხეილ ხიჟნიაკი. სწორედ მისი მოგონებებით არის შესაძლებელი ბერიას ციხეში გატარებული უკანასკნელი დღეების შესახებ ვიცოდეთ გარკვეული სიმართლე.

მისი მრავალი წინამორბედის მსგავსად, სსრკ-ს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყნის ხელმძღვანელობას წერილს წერილზე უგზავნიდა, სადაც ის აშკარად ღია ტექსტებით ევედრებოდა (რამდენჯერმე იმეორებდა ამ სიტყვას) შეეწყალებინათ"ძველი მეგობარი"

გამოცემა «Политбюро и дело Берия»გამოაქვეყნა ლავრენტი ბერიას დაკითხვის ოქმები, პირველი თარიღდება 8 ივლისით, ბოლო 22 აგვისტოს, სსრკ-ს გენერალურმა პროკურორმა რომან რუდენკომ პირადად დაკითხა დაკავებული. თითქმის ყველა დაკითხვა (ივლისში თითქმის ყოველ ღამე იყო, მოგვიანებით - დროდადრო) საღამოს 9 საათის შემდეგ იწყებოდა და ზოგჯერ შუაღამის შემდეგ სრულდებოდა. ბერიამ უარყო ყველა ბრალდება, რომელიც ანტისაბჭოთა საქმიანობას, შეთქმულებას და ასევე ანტიპარტიული გამოსვლებს შეეხებოდა, მაგრამ მისი ზნეობრივი გარყვნილების შესახებ მან უპასუხა, რომ "ცოტა კი იყო".

14 ივლისს დაკითხვის დროს მან ამ "ცოტას" შესახებ დეტალურად ისაუბრა, დაკითხვის ოქმი მთლიანად ექსკლუზიურად დაეთმო ყოფილ მინისტრის ურთიერთობას გოგონებთან და ქალებთან, გენერალური პროკურორის და ბერიას საუბარი დასრულდა დაახლოებით ღამის 2 საათზე.

ამავე დროს, პარალელურად იკითხებოდნენ სხვა დაპატიმრებული პირებიც, რომლებმაც ბერიას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ბრალდებულის მიერ გამოძიების დასრულების შესახებ განცხადება (ე.წ. "ბერიას ბანდა", რომელიც შედგება სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მინისტრის გარდა კიდევ 6 ადამიანისგან, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრები- ვლადიმერ დეკანოზოვი და პაველ მეშიკი, ასევე სსრკ-ს სახელმწიფო კონტროლის მინისტრი ვსევოლოდ მერკულოვი). 25-26 ნოემბერს გაკეთდა. ხოლო 17 დეკემბერს "პრავდამ" გამოაქვეყნა შეტყობინება პროკურატურისგან " სადაც იტყობინებოდა ამ ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაზე. სისხლის სამართლის საქმე 39 ტომისგან შედგებოდა.

პატიმარი მოსკოვის სამხედრო ოლქის შტაბის ბუნკერში ჰყავდათ დამწყვდეული. ბერიას მალენკოვისთვის გაგზავნილი წერილით თუ ვიმსჯელებთ, ოთახი ცუდად იყო განათებული. გარდა ამისა, დაპატიმრების შემდეგ, ლავრენტის პენსნე წაართვეს, რომლის გარეშეც ფაქტობრივად ვერ ხედავდა. რუსი ისტორიკოსის ნიკიტა პეტროვის თქმით, "გამამართლებელი" წერილების გაგზავნის გარდა (მას შემდეგ რაც ბერია დარწმუნდა, რომ მათზე პასუხი არ მიიღებდა, ეს ცალმხრივი მიმოწერა შეწყდა), პატიმარს უნდა გაეძლო ხშირი, მრავალსაათიანი დაკითხვებისთვის, რა დროსაც მას მრავალი ბრალდება წაუყენეს, ბერია შეძლებისდაგვარად, გონივრულად ცდილობდა გაებათილებინა გენერალური პროკურორის, რუდენკოს არგუმენტები, რაც ძალიან რთული იყო, რადგან ბერიას წინააღმდეგ სხვა პატიმრები აძლევდნენ ჩვენებებს.

ერთადერთი პიროვნება, რომელიც ბერიასთან მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა ამ 5 თვის განმავლობაში იყო მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ოლქის შტაბის ყოფილი კომენდანტი, პოლკოვნიკი მიხეილ ხიჟნიაკი.

1990-იანი წლების შუა ხანებში მან ინტერვიუ მისცა გამოცემა "Вечерняя Москва-ს" სადაც ის ჰყვება, თუ როგორ იქცეოდა ბერია პატიმრობის დროს (ხიჟნიაკს ევალებოდა პატიმრის მომსახურეობა: კვება, საკნიდან გაყვანა, დაბანა და ა.შ.)

ბერია ჯარისკაცების სასადილოში ჭამდა. პირველ დღეს, როდესაც ხიჟნიაკმა მას სადილი მიუტანა, პატიმარმა განზრახ გადაასხა ზედამხედველს სუპის წვენი. დაკავების დღეს ბერიას არაფერი ჭამა. ის არც წვნიანის ინციდენტის გამო დასაჯეს, უბრალოდ "მკაცრად გააფრთხილეს" და მას ფანქარიც და ქაღალდიც კი დაუტოვეს.

მთელი 5 თვის განმავლობაში, პატიმარს ეცვა ერთი ნაცრისფერი კოსტუმი, რომლითაც ის დააკავეს. მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდეგ ხიჟნიაკი მსჯავრდებულის სახლში გააგზავნეს, საიდანაც შავი კოსტუმი მოუტანა ბერიას.

ხიჟნიაკი ყოველდღე სტუმრობდა ბერიას საკანში. როდესაც ბერიას ახალი კოსტუმი ჩააცვეს, ხიჟნიაკის თქმით, მსჯავრდებულმა უკვე იცოდა, რომ მას მალე დახვრეტდნენ.

ნიკიტა ხრუშჩოვისა და გიორგი ჟუკოვის მოგონებებში ნათქვამია, რომ ლავრენტი ბერიას შიშის გამო პრობლემები შეექმნა კუჭ-ნაწლავზე, ხრუშჩოვის თქმით დაკავების პირველსავე დღეს ბერიამ შიშისაგან ჩაისვარაო, ხოლო ჟუკოვმა ბერიას საქციელს სიკვდილით დასჯამდე უწოდა "უკანასკნელი მხდალის" ქმედება, რომელიც იქცეოდა "ძალიან ცუდად". თითქოსდა ტირილით დაიჩოქა, წუწუნით შეწყალებას ითხოვდაო.

თუმცა მოგონებებში ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ხიჟნიაკი.

მსგავსი რამ არ ყოფილა და ჟუკოვს მსჯავრდებულის გარდაცვალების საქციელის შესახებ არც შეიძლება რაიმე სცოდნოდა. ის არ დასწრებია ბერიას დახვრეტას, შესაბამისად, იგი ვერ იქნებოდა მსჯავრდებულის ბოლო წუთების მოწმე.

ბერია სიკვდილის წინ ფერმკრთალი იდგა, სახის ნაწილი ნერვიულად უტოკავდა. მაგრამ ის არ იყო ისტერიული და არც მუხლებზე დაჩოქილა.

ხიჟნიაკს ასევე არაფერი უხსენებია იმის შესახებ, რომ თითქოს "მან შარვალში ჩაისვარა".

ხიჟნიაკი არა მხოლოდ ბერიას ემსახურა მთელი 5 თვის განმავლობაში, არამედ აქტიური მონაწილეობდა მისი დახვრეტის მომზადებაში.

ბერია იმავე ბუნკერში დახვრიტეს, სადაც დაკითხვები ტარდებოდა. ორ დურგალთან ერთად, ხიჟნიაკმა შეკრა ხის ფარი, რომლის შუაში რგოლი იყო, რომელზეც ბერია ხელებით მიაბეს, ხიჟნიაკს სურდა ბერიასთვის თვალების ახვევა, მაგრამ სსრკ უზენაესი სასამართლოს სპეციალური სასამართლოს მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა პაველ ბატიცკიმ აუკრძალა: "დაე უყუროს". აღსრულებას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი რომან რუდენკო, სასამართლოს წევრები - ნიკოლაი შვერნიკი და ნიკოლაი მიხაილოვი, მოსკოვის სამხედრო ოლქის მეთაური კირილ მოსკალენკო თავის ადიუტანტ ვიქტორ იუფერეევთან ერთად (ბატიცკი, მოსკალენკო და იუფერეევი მონაწილეობდნენ ბერიას დაპატიმრებაში) და ექიმი, როგორც ხიჟნიაკმა აღნიშნა, დახვეტის დროს გარეთ გამოვიდა.

ბერიას უშუალოდ ბატიცკიმ "პარაბელუმიდან" ესროლა. ერთადერთი ტყვია სასიკვდილო გამოდგა, რომელიც ბერიას ცხვირის ძგიდეზე მოხვდა, როდესაც გვამი ბრეზენტში გაახვიეს, მიხეილ ხიჟნიაკს გული წაუვიდა, "ძალიან შემეცოდა ბერია, ბოლო-ბოლო მასთან 5 თვე ყოველდღე ვიყავი და მაგრად შევეჩვიე".


image

ასევე დაგაინტერესებთ


სტალინი დღემდე რჩება და ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს დარჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფიგურად მსოფლიო ისტორიაში, მასზე კიდევ დიდხანს ისაუბრებენ ერთი ნაწილი, როგორც ტირანზე და სისხლიან დიქტატორზე, ხოლო მეორე ნაწილი, როგორც უდიდეს პოლიტიკურ მოღვაწეზე და ეკონომიკურ-სოციალურ რეფორმატორზე, მის მიმართ რომ საზოგადოება გაორებულია სულ ახლახან ჩატარებულმა სახალხო გამოკ...


70 წლის წინ, 1951 წლის ნოემბერში სტალინმა წამოიწყო მორიგი რეპრესიების ციკლი, რომელიც მეგრელთა საქმით გახდა ცნობილი. თავდაპირველად ის განიხილებოდა, როგორც ანტიკორუფციული ღონისძიება მიმართული საქართველოს ხელმძღვანელი კადრების მიმართ. ფაქტობრივად, ეს ფართომასშტაბიანი ინტრიგა, უპირველეს ყოვლისა, ლავრენტი ბერიას წინააღმდე...



როგორც ალექსანდრე სევერი წერს წიგნში "მარშალი ლუბიანკადან" ლავრენტი ბერია დააკავეს 1953 წლის 26 ივლისს. ყოფილი სახალხო კომისრის დაკავებას მაღალი რანგის სამხედრო პირები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო გიორგი ჟუკოვი. სწორედ ჟუკოვმა ჩაატარა პირველი ჩხრეკა, ბერიას იარაღი არ აღმოაჩნდა, მხოლოდ პორტფელში იპოვა ფურცელი, რ...


20 სექტემბერს დაიბადა ვასილ მჟავანაძე, პატრიული მოღვაწე, გენერალ-ლეინტენენტი . 1953 წლის 20 სექტემბერს, მისავე დაბადების დღეს დაინიშნა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად, ამ თანამადებობაზე დარჩა 1972 წლის 29 სექტემბრამდე.მის მართვის პერიოდში საქართველო სსრკ-ში გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი რესპუბლიკა, საბჭოეთის სხვა რესპუბლიკე...


საბჭოთა კავშირის მეთაურის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბიოგრაფიაში, მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე არის ეპიზოდი, როდესაც იგი მუხლებზე დახოხავდა სსრკ-ს მაშინდელი ლიდერის, იოსებ სტალინის წინაშე და ცდილობდა დაეყოლიებინა იგი, რომ არ დაესაჯა თავისი შვილი ლეონიდი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდა ოფიცერი. ამის შესახებ ისაუბრა ბიოფიზიკოსმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქ...

0
1639
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1639
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0