x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ბიზანტიელი ისტორიკოსები. ბიზანტიური ისტორიოგრაფია

image


ცნობილმა რომაელმა ისტორიკოსმა და საეკლესიო მოღვაწემ ევსები კესარიელმა ( 262-339წწ) თავის მასწავლებელ პამფილიუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო "ძველი" და "ახალი აღთქმის" ტექსტის დადგენაში. 314 წელს ეკურთხა პალესტინის კესარიის ეპისკოპოსად და მონაწილეობდა ნიკეას 1-ლ მსოფლიო საეკლესიო კრებაში 325წ ( ამ კრებაში მონაწილეობდა ბიჭვინთის ეპისკოპოსიც) . მისმა ისტორიულმა ნაშრომებმა - "ქრონიკა", "კონსტანტინეს ცხოვრება" დიდი კვალი დააჩინეს ქრისტიანულ ისტორიოგრაფიას. ევსების "ქრონიკაში" მოცემულია მსოფლიო ისტორიის ერთიანი ქრონოლოგია ბიბლიური და ანტიკური ტრადიციების შერწყმის საფუძველზე. ათტომიანი "საეკლესიო ისტორია" ქრისტიანული ეკლესიის ძველ ისტორიას გვაცნობს."კონსტანტინეს ცხოვრება პანეგირიკის ჟანრს განეკუთვნება.

ევსები კესარიელის "საეკლესიო ისტორიის გამგრძელებელი გელასი კესარიელი იყო კესარიის ეპისკოპოსი 367-373 წწ-ში. იგი მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრებაში ( 395წ) . მის ნაშრომში გადმოცემულია დედოფალ ელენეს მიერ ჭეშმარიტი ჯვრის აღმოჩენის ამბავი დ წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევა.

მე-6 საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი მეცნიერის პროკოფი კესარიელის (პალესტინის კესარიიდან) კალამს ეკუთვნის ნაშრომები: "იუსტინიანეს ომები", "იუსტინიანეს მშენებლობები" და "საიდუმლო ისტორია". იუსტინიანეს ომები" დაიწერა 7 წიგნად, 595 წლამდე, რომელიც გამოქვეყნებამდე ჩაასწორა და 551 წლამდე მიიყვანა. შმდეგ დაუმატა მერვე წიგნიც. პანეგერიკის ჟანრს განეკუთვნება მისი იუსტინიანეს მსენებლობები" ან "ნაგებობათა შესახებ". პროკოფიმ თავისთვის დაწერა "საიდუმლო ისტორია", რომელიც მე-10 საუკუნის წყაროშიც მოიხსენიება. მე-17 ს-ში მისი ხელნაწერის ვატიკანის ბიბლიოთეკაში აღმოჩენის შემდეგ ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისთვის.



პროკოფის სამუშაო გააგრძელა მე-6 ს-ის ბერძენმა პოეტმა, იურისტმა და ისტორიკოსმა აგათია სქოლასტიკოსმა, რომელმაც 5 წიგნად აღწერა იუსტიანეს მმართველობის ბოლო პერიოდი. პროკოფისგან განსხვავებით, იგი არ იყო აღწერილი ამბების თვითმხილველი და გვევლინება მიუკერძოებელ მსაჯულად.

ისტორიული ნაშრომებით არის ცნობილი ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მე-7 პორფიროგენეტი (913-959წწ). მას ეკუთვნის წიგნები :"ცერემონიების შესახებ", სახელმწიფო მართვის შესახებ". ბიზანტიის იმპერიის ისტორია 817 წლიდან მის დრომდე და ცალკე ნაშრომი პაპამისის - ბასილი 1-ლის მმართველობის შესახებ.

გვირგვინოსანი და თანაც ქალი ისტორიკოსი იყო ბიზანტიის იმპერატორ ალექსი 1-ლის უფროსი ქალიშვილი ანა კომნენე ( 1089-1159), რომელმაც ტახტზე უფლება დაკარგა ძმის, იოანეს დაბადების შემდეგ. ის 14 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა სახელმწიფო მოღვაწეს, გენერალსა და ისტორიკოს ნიკიფორე ბრუნოსს, რომლის გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა მისი ნაშრომი ალექსი კომნენოსის მმართველობის შესახებ, რასაც "ალექსიადა"უწოდა. ეს ნაწარმოები ძირითადი წყაროა მე-11-12 სს–თა მიჯნის ბიზანტიის ისტორიისთვის.

მიქაელ პანარეტოსს ეკუთვნის მე-13-14 სს-ის ტრაპიზონის ისტორიის მატიანე. ტრაპიზონის იმპერატორ ალექსი მე-3 კომნენოსის კარზე მაღალი რანგის მოხელე უშუალოდ მონაწილეობდა 1363 წელს კონსტანტინეპოლის ელჩობაში, რომელსაც უნდა მოეგვარებინა დინასტიური ქორწინების საქკითხი კეისარ იოანე მე-5 პალეოლოგის ერთ-ერთ ვაჟსა და ალექსი კომნენოსის ქალიშვილს შორის.





0
76
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0