x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
რისთვის აკერებენ ქალის თეთრეულის მწარმოებელი კომპანიები ბიუსტჰალტერებზე ბაფთებს

image


ბევრი ნივთი, მათ შორის ტანსაცმელიც, ტრადიციულ დეტალებს არათუ ათწლეულების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაშიც კი ინარჩუნებს, რაც ზოჯერ თანამედროვე ადამიანში დაბნეულობას იწვევს. საღილეები პერანგის უკანა მხარეს, მოქლონები ჯინსის ჯიბეებზე და, რაღა თქმა უნდა, ბაფთები ბიუსტჰალტერზე - ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ გაჩენილა.


image


ბევრ რამეს იმდენად მივეჩვიეთ, რომ ისინი ჩვენში უკვე აღარანაირ ემოციას აღარ იწვევს. ჩვენ მათ მხოლოდ როგორც მოცემულობას ისე აღვიქვამთ. მაგალითად, ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ აკერებენ ქალის თეთრეულის მწარმოებელი კომპანიები ბიუსტჰალტერებზე პატარა ბაფთებს? მათი გაჩენის ისტორია საუკუნეებს ითვლის და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთ დროს მათ პრაქტიკული დანიშნულებაც კი ჰქონდათ.


image


ბიუსტჰალტერზე მიკერებული ბაფთის საიდუმლო საინფორმაციო რესურსის "Quora"-ს მომხმარებლებს სამოსის ისტორიით დაინტერესებულმა სტელა ლოურენსმა გაუმხილა. როგორც ირკვევა, ბაფთის მთელი არსი ძველი კორსეტების კონსტრუქციაში მდგომარეობს, რომელიც ვეშაპის ულვაშის თხელი ფირფიტებისაგან - ბუსკისგან შედგებოდა. ეს ელასტიური ელემენტები მკერდს სასურველ ფორმას უნარჩუნებდა და ამავდროულად მე-18-19 საუკუნეების მოდისმიმდევარ ქალბატონებს ვიზუალურად წელსაც უწვრილებდა.


image


"ბუსკის სპეციალურ ჯიბეში ათავსებდნენ, რომელსაც კორსეტის წინა მხარეს აკერებდნენ, მიღებულ კონსტრუქციას კი ბაფთით ამაგრებდნენ. დროთა განმავლობაში ბუსკი გაქრა, მაგრამ ბაფთა როგორც დეკორაცია ბიუსტჰალტერზე ისევ დარჩა". ამგვარად, ქალის როგორც ქვედა, ასევე ზედა საცვალზე არსებული ბაფთა მხოლოდ ტრადიციისადმი გადახდილი ერთგვარი ხარკია. სხვათა შორის, ზოგიერთ შემთხვევაში ბაფთებს დახვეწილი ატლასის ვარდები ცვლიან. მინიატურული ყვავილი თეთრეულზე მხოლოდ სახეშეცვლილი ბაფთაა მწარმოებლისგან, რომელმაც გადაწყვიტა თავისი პროდუქციისთვის კიდევ უფრო მეტი ორიგინალურობა შეემატა.


image


სავარაუდოდ, ბიუსტჰალტერიდან და ტრუსებიდან ბაფთები ჯერ კიდევ დიდხანს არ გაქრება. მამაკაცების უმეტესობისთვის თეთრეულის ეს დეტალი ძალიან მაცდუნებლად გამოიყურება, რაც ქალებმაც შესნიშნავად იციან. სხვათა შორის, "Brayola"- ას ვებსაიტის მიხედვით, თანამედროვე ქალბატონის გარდერობში 9 ბიუსტჰალტერია საიდანაც, ერთი ყოველდღიურია დანარჩენი 8 კი, მამაკაცთა ცდუნებისთვისა და "განსაკუთრებული" შემთხვევებისთვის.





0
534
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
534