x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ოკუპირებულ სამაჩაბლოში, როკის გვირაბთან პოსტზე მდგარი რუსი სამხედროები ზვავის ქვეშ მოყვნენ, 2 დაიღუპა, 2 ჰოსპიტალიზებულია, მეხუთეს ძებნა ჯერ კიდევ გრძელდება
image

ტრანსკავკასიური მაგისტრალი რომელიც კავკასიონის ქედის გავლით შემოდის როკის გვირაბის გავლით ოკუპირებულ სამაჩაბლოში, ერთადერთი გზაა რომელიც რუსეთის ფედერაციას აკავშირებს ეგრეთ წოდებულ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან", სადაც რუსი ოკუპანტების ბაზებია განთავსებული.
სწორედ ამ გზით ხდება რუსი სამხედროებისათვის სამხედრო ტექნიკის და ზოგადად ყველაფრის მიწოდება წელიწადის ნებისმიერ დროს.

მოგესენებათ გვირაბებს, მით უფრო სტრატეგიული მნიშვნელობის გვირაბებს ყველგან იცავენ. ოკუპირებულ სამაჩაბლოში დისლოცირებული რუსი ოკუპანტებისთვის ეს ასე ვთქვათ "სიცოცხლის გზაა", შესაბამისად გვირაბის ორივე მხარეს განთავსებულია სპეციალური პოსტები, სდაც მუდმივად იმყოფებიან მორიგე ოფიცრები ჯარისკაცებთან ერთად.

წუხელ გვირაბთან სამაჩაბლოს მხარეს ჩამოწვა ზვავი რომელმაც ქვეშ მოიყოლა პოსტზე მდგარი ოკუპანტები და მათ სამორიგეო ნაგებობასთან ერთად.
რუს სამხედროებთან ერთად სამაშველო ოპერაციაში სეპარატისტული ცხინვალის სამაშველო სამსახურიც მონაწილეობდა.

ორი სამხედრო მალევე იქნა აღმოჩენილი და ისინი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე უკვე გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი, მეოთხე ამოყვანისას ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ საავადმყოფოში წაყვანილი სამედიცინი დახმარების მანქანაში გარდაიცვალა, მეხუთე სამხედროს ჯერ კიდევ ეძებენ.
როკის გვირაბის ზონაში უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი დიდია და სწორედ თოვლის სიმძიმემ გამოიწვია ზვავის ჩამოწოლა.


image






0
380
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
380