x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მოულოდნელად გახდა ცუდად და საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image

ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თემურ ალასანიას მიერ ქვეყნის მოუოდნელად დატოვების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ის საქართველოდან არ გაქცეულა. კილაძის ინფორმაციით, ექს - პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თურქეთში, საქმიან შეხვედრაზე გაემგზავრა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა. ჟურნალისტის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძას გამოკითხვისთვის თავი არ აურიდებია და აუცილებლობის შემთხვევაში, სამედიცინო პროცედურების დასრულების შემდეგ, ის დისტანციურ დაკითხვაზეც თანახმაა.


"საქართველოში დაბრუნებისთანავე თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს. ის არის ამერიკის მოქალაქე, შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ განაცხადა თანხმობა და 17 დეკემბერს გამოიკითხა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. ამის შემდეგ ის პროკურატურამ დაიბარა კიდევ ერთ გამოკითხვაზე, მისთვის უცნობ საქმეზე.


თემურ ალასანიამ განაცხადა თანხმობა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიეცა ჩვენება. შუალედში გაემგზავრა მეზობელ ქვეყანაში დაგეგმილ საქმიან შეხვედრაზე(თურქეთში), სადაც ის მოულოდნელად გახდა ცუდად და საჭირო გახდა დაუგეგმავი სამედიცინო ჩარევა.


არსად არ გაქცეულა, გამოკითხვისთვის თავი არ აურიდებია, თუ საქმე არ ითმენს, დისტანციურ გამოკითხვაზე თანახმაა როგორც კი სამედიცინო პროცედურები დასრულდება! p.s. გასაქცევი რომ ყოფილიყო ქვეყნიდან, საერთოდ არ ჩამოვიდოდა.


გასაგებია, რომ მისი კავშირები და გავლენები აშშ-ში გაფრთხობთ, მაგრამ ასეთი პანიკა ზედმეტია", - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.


საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, ალასანია 20 დეკემბერს მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო. მისი განცხადებით, საქმე 2012 წლამდე პერიოდში იმდროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დალაგების სანაცვლოდ ქრთამის აღების სავარაუდო ფაქტს შეეხება.




0
2356
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2356