x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინაა მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, "რუხი კარდინალი" თუ საბჭოთა სპეცსამსახურიდან ამერიკულ სპეცსამსახურში გადაბარგებული "ფარული ომის მაღალჩინოსანი", როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიშა და სანდრა

image

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის დედის ძმის, თემურ ალასანიაზე მითი და რეალობა ერთმანეთშია არეული.

ბევრი მას ავადსახსენებელი "КГБ"-გენერალს უწოდებს, ბევრი ასევე რუსილი ფედერალური უსაფრთხოების გენერალს, თუმცა რეალურად თემურ ალასანია საბჭოთა კავშირის პერიოდში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა, მოგვიანებით კი გაეროში საბჭოთა კავშირის ოფიციალურ წარმომადგენლად იქნა წარდგენილი.

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სააკაშვილის ბიძა ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი იგორ გიორგაძე საუბრობს, თემურ ალასანიას გადაბირება არ მომხდარა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ, ის საკუთარი ინიციატივით მივიდა ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში და საკუთარი სამსახური შესთავაზა.

მე ვერ დავამტკიცებ და შესაბამისად ვერც ვუარყოფ გიორგაძის ნათქვამს თემურ ალასანიაზე, მიხეილ სააკაშვილზე და მის ოჯახზე, რომლებსაც იგორ გიორგაძე "КГБ"-ს აგენტებს უწოდებს.

უცხოური სპეცსამსახურის აგენტს, თან ნიჭიერ აგენტს უწოდებს ასევე სააკაშვილის ყოფილ მეუღლეს სანდრა რულოვსს იგორ გიორგაძე.

საინტერესოა უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლისას რა სტატუსით მიამაგრეს ამერიკის მოქალაქე უკრაინის პრეზიდენტს ან ვინ მიამაგრა, ან რა სტატუსით იმყოფებოდა უკრაინაში მაიდანზე მიმდინარე მოვლენებისას ამერიკის მოქალაქე თემურ ალასანია.

"ფარული ფრონტის გენერალი" ასე მოიხსენიებენ თემურ ალასანიას ხშირად, მასზე ინტერნეტშიც კი ძალზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება.


ბევრ რამეში მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე არც ოკუპანტი რუსეთის ტელევიზიის ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის და მისი ბიძის ან ზოგადად ოჯახის შესახებ, ასვე არ ვეთანხმებოდე იგორ გიორგაძის შეფასებებს, მაგრამ ჩემი მიზანია თქვენ თავად გამოიტანოთ დასკვნა და თქვენ თავად გააკეთოთ ანალიზი ამ ვიდეოში გაჟღერებულ ინფორმაციებზე.

0
508
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
508