x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134426
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ფინეთის ჰოკეის ნაკრებმა სსრკ-ს ფორმით გამოსულ რუსეთის ნაკრებს რუსეთშივე "კუდით ქვა ასროლინეს"

imageფინელებს კარგად ახსოვთ თუ როგორ შეიჭრა საბჭოთა კავშირი ფინეთში 1939 წელს.

საბჭოთა კავშირმა პატარა ფინეთს უზარმაზარი სამხედრო ძალა დაუპირისპირა, თუმცა ზამთრის პირობებში თოვლიან გარემოსთან ადაპტირებულმა ფინელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს აგრესორებს ფელდმარშალ კარლ გუსტავ მანერჰეიმის ხელმძღვანელობით.

ალბათ პარადოქსია, მაგრამ წარმოშობით შვედი არისტროკრატი მანერჰეიმი დაიბადა ფინეთში, მსახურობდა რუსეთში, უშუალოდ იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ამალაში ირიცხებოდა.

"თქვენთვის თავს არ დავზოგავ"-აღუთქვა ფინეთის მომავალმა ეროვნულმა გმირმა იმპერატორს და დაპირებაც შეასრულა. რუსეთ-იაპონიის ომის დროს საარაკო მამაცობა და სამეთაური ნიჭი გამოავლინა რის წყალობითაც საიმპერატორო კარის პატივისცემა დაიმსახურა.

იმპერიის დაშლის მერე კი სათავეში ჩაუდგა ფინეთის არმიას, რომელმაც სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია საბჭოთა აგრესორებს, პრაქტიკულად პატარა ფინეთის არმიამ დაამარცხა საბჭოთა კავშირი კარელიის მხარის დაკარგვის მიუხედავად.

მანერჰეიმი საარაკო მამაცობის და არმიის წარმოუდგენლად კარგი მართვის გამო ეროვნულ გმირად იქნა შერაცხული.

მანერჰეიმზე სპეციალურად დავწერე, რადგან ფინელებისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთის ჰოკეის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრას.

ამჟამად ფინელებმა რუსები მათივე მოედანზე დაამარცხეს, რაც ყველაზე საინტერესოა ამ შეხვედრაში ესაა რუსეთის ნაკრების გამოსვლა სსრკ-ს ფორმებით, რუსებს სურდათ დაემცირებინათ ფინელები და ამით შეეხსენებინათ მათთვის კარელიის წართმევა, მაგრამ ფინელებმა ისევე, როგორც 1939 წელს საარაკო ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და სსრკ-ს ფორმებში გამოწყობილი რუსები მათივე მოედანზე დაამარცხეს.

0
546
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
546