x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134518
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"აი, ეს ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს მონად ჩაბარდა... ჰოდა, მონებთან საქმე არ მაქვს" - ნათია ფანჯიკიძე

image
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს, ირაკლი ალასანიას დაბადების დღეს უცნაური, სახალისო და ოდნავ სევდიანი ფეისბუქ-პოსტით ულოცავს.


"ადამიანი, რომელთანაც 30 წელი გავატარე და მხოლოდ წელს, კიდევ ერთხელ ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში და ვლაპარაკობდით სხვისთვის სიკვდილზე, სიცოცხლეზე, გმირობაზე, სულ ყველაფერზე და მათ შორის ჩვენს აკვიატებულ ერთმანეთთან მუდმივ დაბრუნებაზე, ომზე, ტკივილზე, და რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა, ხანდახან, ახლაც, წამით, ფიზიკურად ვგრძნობ ავტომატის ჯერს, მამაჩემს რომ გადაატარეს და მტკივაო. ზუსტად ნატყვიარების ადგილას და წამითო, - წამის განსაზღვრა აუცილებელი იყო, რომ არ გამებედა ჭარბი თანაგრძნობა. არც სიმთვრალეში ავიწყდება, რომ უკადრისია ცრემლი მოგვარო ვინმეს და ეს სიტყვა "მტკივა" ერთადერთხელ გამოვძალე ამდენი წლის განმავლობაში.


image
ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვისაა დაბადებული, ხეტიალისთვის, მძაფრი გრძნობებისთვის და სიყვარულისთვის, ვისზეც გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ასეთ მომხიბლავს არავის ვიცნობ, ზურგის ქარს და ძლიერ იალქნებს ვუსურვებდი მხოლოდ და მეგონა ასეთი იქნებოდა სულ, სულ, სულ... ვერაფერი შეცვლიდა და მითუმეტეს, გამოჩნდებოდა ვინმე მისი სრულად მომხელთებელი. აი ეს ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს მონად ჩაბარდა. მოკლედ, გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს. ხოდა, მონებთან საქმე არ მაქვს", - წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში და მეუღლისა და პატარა თინას ფოტოებს აქვეყნებს.

1
989
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
989
  
2021, 21 დეკემბერი, 22:46
გულაობს საქართველოს თავდაცვაში ნაშოვნი მილიონებით ოჯახი,რა ენაღვლებათ. იმ ჯარისკაცებს კითხეთ,რა განცდები ეუფლებოდათ,როცა საჭმელმა მოწამლა 2013 წელს და მისმა ქმარმა ხელშეკრულებაც კი არ გაუწყვიტა მომწოდებელ კოპანიას. არადა,ორი ბრიგადა და ერთი საკარანტინო ბაზა მოიწამლა იმ პერიოდში. ეხლა ამ ვირიშვილზე და მის ოჯახის განცდებზე სტატიები იწერება. ასეთები ციხეში უნდა იჯდნენ,როგორც სახელმწიფო დამნაშავეები ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ბარემ ისიც კითხეთ,აეროდრომის 70 ტონა ჯართი ვის მიყიდეს,ძალიან საინტერესო იქნება.
0 1 1