x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
5 000 პროდუქტი 60 წუთში: „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის

image

მიტანის ახალი სერვისი - „კარფურის“ და Mastercard-ის ერთობლივი კამპანია, 21 დეკემბრიდან იწყება.

შოპინგის დაგეგმვისას ყველას უნდა, რომ ეს პროცესი იყოს რაც შეიძლება სწრაფი და მოსახერხებელი. ასევე, პანდემიის პირობებში მომხმარებელთა დამატებითი უსაფრთხოებისთვის, „კარფურმა“ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტი ახალი სერვისის დანერგვით.

„კარფური, “ საქართველოში წარმოდგენილი კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, ყოველთვის მოწინავე იყო მომხმარებლებზე ზრუნვისა და მათი ცხოვრების გამარტივების თვალსაზრისით. ციფრულ ზრდაზე ფოკუსირებით, ფრანგული ბრენდი მიზნად ისახავს, მოსახერხებელი და უსაფრთხო მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებლებს.

ამ ერთგულების და პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დასტურია ახალი ციფრული მომსახურების - Carrefour Now-ს დანერგვა, მთავარი სლოგანით "5000 პროდუქტი 60 წუთში!" ამ ახალი სერვისის საშუალებით, „კარფურში“ შოპინგი უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. ციფრული სერვისი უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას მობილური მოწყობილობების მეშვეობით 60 წუთში.

image

მობილური აპლიკაცია სახელწოდებით „MAF CARREFOUR“ ხელმისაწვდომია როგორც Android, ასევე iOS სისტემებისთვის და ამ ეტაპზე მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით.

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ მითითებულ ბმულს - https://bit.ly/3IDozxc

ახალ, ონალინ პლატფორმაში ასევე ხელმისაწვდომია ლოიალობის პროგრამა MyClub, რომელიც მომხმარებელს ქულების დაგროვებასთან ერთად, საშუალებას აძლევს გადაიხადოს დაგროვილი ქულებით და ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებებით.

აპლიკაციის მომხმარებლები ისარგებლებენ სხვადასხვა საინტერესო აქციებით და საჩუქრებით. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი, რომელიც გადაიხდის Mastercard-ით, მიიღებს 30%-იან ფასდაკლებას კალათის სრულ ღირებულებაზე (ფასდაკლების მაქსიმალური ღირებულება 15 ლარია). ერთ მომხმარებელს ფასდაკლების მიღება შეუძლია მხოლოდ ერთხელ. ფასდაკლება არ ვრცელდება ადგილზე მიტანის საფასურზე, რომელიც ფიქსირებულად 3.90 ლარია.

„კარფური“მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომლის მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება ყველა დონეზე, ყველა მიმართულებით. ბრენდის ფიზიკური და ციფრული გაფართოება აქტიურად გრძელდება და მოსალოდნელია, რომ „კარფური“ სულ უფრო მეტ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს თავის ერთგულ მომხმარებლებს, განსაკუთრებით სადღესასწაულო სეზონზე.

R

0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0