x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარ დაბადების დღეზე დედიშობილა პოზირებენ

image


სანამ ზოგიერთი ტვინს იმაზე იჭყლეტს დაბადების დღის აღსანიშნავად როგორი სამოსი შეარჩიოს, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები დროს უქმად არ კარგავენ და ზედმეტი ფიქრის გარეშე შიშვლდებიან. გლამურული მსახიობები და მომღერლები თამამი ფოტოსესიებისთვის ყოველგვარი მორიდების გარეშე პოზირებენ და საკუთარ პიკანტურ კადრებს სოციალურ ქსელებშიც აქტიურად აზიარებენ. თაყვანისმცემლები რაღა თქმა უნდა, სათაყვანებელი კერპების სითამამით აღფრთოვანებას ვერ მლავენ და მათი მისამართით საქებარ კომენტარებსაც არ იშურებენ. ნახეთ, მსოფლიო შოუ - ბიზნესის რომელმა ვარსკვლავმა აღნიშნა საკუთარი დაბადების დღე "ნიუს" სტილში.




ნიკი მინაჟი


image


მსოფლიოში ერთ - ერთმა ყველაზე წარმატებულმა და პოპულარულმა რეპერმა ქალბატონმა 39-ე დაბადების დღე ცხელი ფოსესიით აღნიშნა. ფოტოზე უზარმაზარ დათვთან ერთად მომღერალი სრულიად შიშველი პოზირებდა.




ჯენიფერ ენისტონი


image


ჰოლივუდის მსახიობი 2008 წლის დეკემბერში ჟურნალ "GQ"-სთვის სრულიად შიშველი პოზირებდა. პოპულარული სერიალის "მეგობრების" ვარსკვლავი ცნობილი გამოცემის გარეკანზე მართლც შესანიშნავად გამოიყურებოდა, რომლის სიშიშვლესაც მხოლოდ ჰალსტუხი ფარავდა.



ამანდა ჰოლდენი


image


მიმდინარე წლის თებერვალში ბრიტანელ მსახიობს 50 წელი შეუსრულდა. ასაკის მიუხედავად, დამეთანხმებით რომ ვარსკვლავი მართლაც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. ლამაზმანმა იუბილე ვარდებით მორთული, უზარმაზარი ტორტის თავზე პოზირებით აღნიშნა. "ინსტაგრამზე" ატვირთულმა სელებრითის თამმა ფოტოებმა კი ერთგულ თაყვანისმცემლებში დიდი მოწონება დაიმსახურა.



გვინეთ პელტროუ


image


გვინეთ პელტროუსთვის საკუთარ დაბადების დღეზე - შიშველი პოზირება უკვე ყოვეწლიურ ტრადიციად იქცა. წელს მსახიობმა 49 წლის იუბილე აბაზანაში შიშველი ფოტოს გამოქვეყნებით აღნიშნა. გასულ წელს კი, ვარსკვლავი ბუნების წიაღში დედიშობილა პოზირებდა.



ლიზ ჰარლი


image


როგორც ჩანს, სუპერმოდელი ბოლო 30 წლის განმავლობაში საერთოდ არ შეცვლილა. შესანიშნავი ფიზიკური ფორმის დემონსტრირებისთვის 55 წლის ვარსკვლავმა დაბადების დღის აღნიშვნა აბაზანაში გადაწყვიტა. ლამაზმანის ღირსებებს ფოტოზე მხოლოდ ქაფი ფარავდა.



ქეით მოსი

image


2013 წელს როდესაც ქეით მოსს 40 წელი შეუსრულდა, მან მონაწილეობა მამაკაცთა საკულტო ჟურნალის "Playboy"-ის ფოტოსესიაში მიიღო, სადაც ის კურდღლის როლში პოზირებდა. სუპერმოდელი სექსუალურ, შავ საცურაო კოსტიუმსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში მართლაც საოცრად გამოიყურებოდა. ეს ნომერი ცნობილი გამოცემის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სუპერმოდელის ინტერვიუსაც მოიცავდა.



ლინდსი ლოჰანი


image


2019 წელს 33-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, ლინდსი ლოჰანმა დედიშობილა იპოზიორა. მსახიობმა ინტიმურ ნაწილები მხოლოდ მუხლით მოკრძალებულად დაიფარა.



კორტნი კარდაშიანი


image


გლამურის დედოფალმა გადაწყვიტა, რომ 38 წლის დაბადების დღის აღნიშვნის საუკეთესო საშუალება - გაშიშვლებაა. კორტნიმ ფოტო რომელშიც ის წყლის წვეთების ფონზე პოზირებდა სოციალურ ქსელშიც კი გააზიარა.



რობი უილიამსი


image


არამარტო ვარსკვლავურ ლამაზმანებს, არამედ სიმპათიურ მამაკაცებსაც უყვართ დაბადების დღეზე საკუთარი შიშველი სხეულების აფიშირება. 2015 წელს რობი უილიამსმა 41 წლის დაბადების დღის აღნიშვნისას პიკანტური ფოტო სოციალურ ქსელში გააზიარა, სადაც მომღერალმა მამაკაცური ღირსება ხელებით დაიფარა.






0
1146
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1146