x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ეს დღეები ცუდად ვიყავი და მოვცოცხლდი" - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეროვნული შერიგების საკითხს სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტით ეხმაურება და ქართულ პოლიტიკას "სასაცილოს" უწოდებს. ტელეწამყვანის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ის თავს შეუძლოდ გრძნობდა ამიტომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საგრნობლად ჩამორჩა. როგორც ჟურნალისტის პოსტიდან ხდება ცნობილი, თოქ - შოუ "რეაქციის" წამყვანი ეკრანს 1 კვირაში დაუბრუნდება.


"ეს დღეები ცუდად ვიყავი და ვერ მივყევი პროცესებს, მოვცოცხლდი და ერთ კვირაში დავუბრუნდები ეთერს, ხოდა, რა ხთებააა….რა. ვინ ვის ვურიგდებით? ვინ ვისი ამხანაგი ვხდებით? სალომე კარგ პრეზიდენტად გადაიქცა, სანამ მეძინა თუ რა ხთეფა? ამიხსენით, ვის უნდა შევურიგდე და შევურიგდები . ქართულ პოლიტიკაზე სასაცილო თუ რამე მენახოს, უსინდისო ვიყო" - წერს ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე გადაცემაა "რეაქცია"ეთერში ინგა გრიგოლიას გარეშე გადის. ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ, პოსტიც კი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო "რეაქციის" რამდენიმე გადაცემას ვერ წარუძღვებოდა, სამაგიეროდ მის ნაცვლად თოქ- შოუს დიანა ტრაპაიძე წაიყვანდა.


"რამდენიმე “რეაქციას“ ჩემი დიანა ტრაპაიძე წაიყვანს, ცოტა ხანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მშვიდობაა, არაფერი განსაკუთრებული), მუშაობას ვერ ვახერხებ და დიანა ჩამენაცვლება. კიდევ უფრო მაგარი და საინტერესო “რეაქციები“ გელით დიანასგან"- წერდა ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში 2 კვირის წინ. ასე, რომ მონატრებულ ტელეწამყვანს მაყურებელი სულ რაღაც 1 კვირაში იხილავს.








0
391
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
391