x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
”ის, რაც მათ გააკეთეს მსოფლიოს საშინელებაა” - ტრამპი ჩინეთის ლიდერს მკვლელს უწოდებს

image

ჩინეთმა მსოფლიოს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კოროვირუსის გამოგონებისთვის, ზარალის ოდენობა 60 ტრილიონი დოლარია, განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ამასთან, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას ასეთი ფული არ აქვს.

დონალდ ტრამპი თვლის, რომ ჩინეთმა უნდა გადაიხადოს კომპენსაცია მსოფლიოში კორონავირუსის გაგრცელებისთვის. მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ სი ცზინპინს მკვლელი უწოდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა კვირას, 19 დეკემბერს, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთს მოუწევს გადაიხადოს, უნდა მოიმოქმედოს რაღაც, გადაიხადოს რეპარაციები. ჩინეთს არ აქვს საკმარისი თანხა ამ კომპენსაციების გადასახდელად.

მე ვთვლი, რომ მთლიან მსოფლიოს, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ შეერთებულ შტატებზე, 60 ტრილიონი დოლარის ზარალი მიაყენეს. ჩინეთს არ აქვს 60 ტრილიონი დოლარი.

მაგრამ მათ რაღაც უნდა გააკეთონ. ის, რაც მათ გაუკეთეს მსოფლიოს, საშინელებაა. ეს საშინელებაა და ამას დასასრული არ აქვს“, - განაცხადა თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

ტრამპი ასევე აცხადებს, რომ ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკა წელიწადში 500 მილიარდი დოლარის ზარალს აყენებს შეერთებულ შტატებს. „ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით უზარმაზარი ქვეყანაა.

"რუსეთი ამ მხრივ არ არის ასეთი, მაგრამ მათ აქვთ სამხედრო ძალა. ჩინეთს ასევე აქვს დიდი სამხედრო ძალა”, - აღიარა მან.

„ჩინეთი წლების განმავლობაში გვიძარცვავს ეკონომიკურად. მე გამუდმებით ვსაუბრობდი ამაზე, წელიწადში 500 მილიარდი დოლარით.“, - იხსენებს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი.

ტრამპმა დაამატა, რომ კარგი ურთიერთობა გაურთულდა ჩინეთის ლიდერთან ცზინპინთან. ”მე მშვენიერი ურთიერთობა მქონდა მასთან, მე ვთვლი, რომ მას მოვწონდი და მეც მომწონდა ის. ”- თქვა მან.

ამ ფრაზის შემდეგ ტელეწამყვანმა თეთრი სახლის ყოფილ ხელმძღვანელს სიტყვა შეაწყვეტინა და ჩინეთის ლიდერს მკვლელი უწოდა და ტრამპი დაეთანხმა ამ განმარტებას.

„ის მკვლელია. მაგრამ მე მასთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. როდესაც კორონავირუსი გავრცელდა, ეს უკვე სხვა ისტორიაა. იმიტომ, რომ მათ გაანადგურეს მთელი მსოფლიო.“- თქვა ტრამპმა.

ინტერვიუს დროს, 2020 წლის არჩევნებში დამარცხებულმა, პოლიტიკოსმა არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. „ბაიდენმა თქვა, რომ მოაგვარებს სიტუაციას კორონავირუსთან დაკავშირებით. მაგრამ თქვენ იცით, რომ წელს უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ჩემს დროს. ”- თქვა მან.

„ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა ასეთ დაბალ დონეზე, ქვეყნის მიმართ არასოდეს გამოუჩენიათ ისეთი უპატივცემულობა, როგორიც ახლაა, ჩინეთის რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან. არასოდეს ყოფილა ასეთი დრო.”- თქვა ტრამპმა. მან ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო ამჟამინდელი ადმინისტრაციის ქმედებას სირცხვილი უწოდა.

TASS-ის ცნობით, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ანგარიშში, რომელიც 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს გავრცელდა, აღნიშნულია, რომ ჩინეთის დახმარების გარეშე, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ საბოლოო დასკვნების გაკეთება შეუძლებელი იქნება. აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოებამ აგვისტოს შემდეგ ვერ იპოვა მტკიცებულება იმისა, რომ SARS-CoV-2 შეიქმნა როგორც ბიოლოგიური იარაღი გენეტიკური ინჟინერიით შეცვლის მეთოდით.

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების დასკვნებით, ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა წინასწარ არ იცოდნენ ვირუსის არსებობის შესახებ COVID-19-ის გავრცელებამდე.

პეკინი კატეგორიულად უარყოფს პრეტენზიებს, რომ ის არის პასუხისმგებელი კორონავირუსის გაჩენასა და გავრცელებაზე.

COVID-19-ის აფეთქება პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. 2020 წლის 30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ეს დაავადება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციად, ხოლო 11 მარტს - პანდემიად.

0
381
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0