x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ექიმები გვაფრთხილებენ: "ინტიმური სიიახლოვისგან თავშეკავება საშიშია ჯანმრთელობისათვის"
image

სექსოლოგები გვაფრთხილებენ - ინტიმურ კავშირის უარყოფამ შეიძლება, მძიმედ იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

ექიმმა-სექსოლოგმა ა. ხვოსჩნიცკიმ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სექსი ორგანიზმისთვის დადებითი სტრესია, რომლის ეფექტი შეიძლება შევადაროთ ერთდროულად ტკივილგამაყუჩებელის და ანტიდეპრესანტის მოქმედებას. შედეგად, ინტიმური ურთიერთობა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს, აწესრიგებს ნერვულ სისტემას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ამ დროს წარმოიქმნება ჰორმონები ენდორფინი და სეროტონინი და უმჯობესდება ნახშირწყლების ცვლა. გარდა ამისა, ერთი სქესობრივი აქტი ხელს შეუწყობს 300 კილოკალორიის დაწვას -ეს იგივეა, რაც ერთი საათის განმავლობაში სპორტული ვარჯიში.

მაგრამ სარგებელი სექსისგან არ არის მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალურიც: ადამიანთან ერთიანობის განცდა ანაზღაურებს თვითრეალიზაციის დეფიციტს.

-თუმცა უნდა დავაზუსტო, რომ, ეს არ არ მოიცავს ისეთ სქესობრივ აქტს, რომელიც არ სრულდება ორგაზმით -ამბობს ხვოსჩნიკი- ბოლოს და ბოლოს, ეს არის სისხლისა და ჰორმონების ძლიერი შემოდინება, რომელიც ქმნის დაძაბულობას, შემდეგ კი იწვევს განტვირთვას. ფსიქოლოგიურმა და ფიზიკურმა დისკომფორტმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული აშლილობა და ძლიერი ტკივილი.

სექსოლოგმა იმ ფაქტსაც ხაზი გაუსვა, რომ თუ პარტნიორს გამქრალი აქვს სექსუალური ლტოლვის სურვილი სტრესის, დაღლილობის, ემოციური გულგრილობის გამო - არ უნდა აიძულოთ რჩეული ინტიმურ ურთიერთობაში, არამედ მასთან ერთად ისაუბროთ პრობლემებზე და ერთად გადაწყვიტოთ რა მოიმოქმედოთ შემდგომ.შეიძლება მოგიწიოთ ერთმანეთის ხელახლა გაცნობა, ერთმანეთის დახმარება ან საერთოდ ცალ-ცალკე გზების მონახვა.

ამა წლის აპრილში გამოცემა Menopause: The Journal of the North American Menopause Society-მ გამოაქვეყნა დასკვნა, რის მიხედვითაც ძილის ნაკლებობა თითქმის აორმაგებს ქალებში სექსუალური პრობლემების ალბათობას. კერძოდ, ეს უარყოფითად მოქმედებს ლიბიდოზე და ამცირებს სიამოვნების დონეს.

სამუშაოს ფარგლებში, მეცნიერებმა გამოკითხეს 3400-ზე მეტი ქალი, რომელთა საშუალო ასაკი 53 წელი იყო. მათ დაუსვეს კითხვა ძილის ხარისხის შესახებ და სთხოვეს შეეფასებინათ, თუ რამდენად კმაყოფილები იყვნენ სექსუალური ცხოვრებით. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები, რომლებსაც 5 საათზე ნაკლები სძინავთ, უფრო უკმაყოფილოები საკუთარი სექსუალური ცხოვრებით.


image

ასევე დაგაინტერესებთ

image


1-ქალებს უფრო თხელი და მშრალი კანი აქვთ-პროგესტორენის ჰორმონი ქალის კანს უფრო ელასტიურს ხდის. 2-ქალებს უფრო პატარა გული აქვთ და უფრო სწრაფად სცემს-შესაბამისად მამაკაცის გული საშუალოდ წუთში 72-ჯერ სცემს, ხოლო ქალის 90-ჯერ. 3-თმის ძირები ქალებს ორი მილიმეტრით უფრო ღრმად აქვთ ჩამჯდარი, ...

image

არა, ეს თავში ჩარტყმული ტაფის ბრალი არ არის, როგორც უცებ წარმოიდგინეთ. თუმცა, სასიამოვნო რამ ნამდვილად არ არის, რადგან გამოდის, რომ ქორწინებაში მყოფი ცოლით უკმაყოფილო მამაკაცები დიდი რისკის ქვეშ არიან! ისრაელის ხელისუფლების შეკვეთით, რომელიც ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო ებრაელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი და ფართომასშატ...

image

მამაკაცებზე ქალის მკერდი ფაქტობრივად ჰიპნოზირებას ახდენს. მაგრამ რატომ მოსწონთ მამაკაცებს მკერდი? ის რბილი, ლამაზია და სასიამოვნოა მასზე ხელის მოკიდება - ასე ამაღელვებლად ხსნის ბევრი მამაკაცი ქალისადმი და განსაკუთრებით სხეულის ამ ნაწილისადმი სიყვარულს. თუმცა მეცნიერებს საკუთარი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაზე საინტერესო ის არის, ...

image

სექსოლოგები, რომლებმაც შეისწავლეს თავიანთი პაციენტების ჩივილები, ასკვნიან: ისინი, ვინც რეგულარულად დაკავებული არიან სპორტით ან ცეკვავენ, ნაკლებად უჩივიან უხარისხო სექსს.აღსანიშნავია, ამ ჰობით ორივე პარტნიორი აქტიურად უნა იყოს დაკავებული . ამ ადამიანებს უფრო მეტად სიამოვნებთ სექსი და მეტი ორგაზმი აქვთ. სპორტი და...

0
581
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0