x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
პარკურისტი რობოტი

image

თუ სწუხხართ რობოტებისა და ადამიანების მოახლოებულ დაპირისპირებაზე, როგორც ცნობილ საგაშია ნაჩვენები Skynet-თან, შვარცენეგერთან და თხევად რობოტ T-1000-თან, მაშინ Boston Dynamics-მა გააზიარა ვიდეო, რომელიც სულიერ სიმშვიდეს მოგთანთ. ამ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია, თუ რამდენად რთული და საშიშია რობოტი პარკურისტის ცხოვრება. ასე რომ, Boston Dynamics-ის ახალ ვიდეოში ჩვენ ვხედავთ კადრებს, რომლებიც აშკარა მიზეზების გამო არ იყო შესული Atlas parkour-ის პირველ საპრეზენტაციო ვიდეოში: აქ რობოტები მარცხდებიან გრავიტაციასთან ბრძოლაში. სულაც არ გვანან ზედმეტად ჭკვიან არსებებს, რომელთაც კაცობრიუბის დამხობა შეუძლიათ.

როგორც მწარე სიმართლე აჩვენებს ახალ ვიდეოში, Boston Dynamics-ის რობოტის წარუმატებლობა პარკურში უფრო ხშირია, ვიდრე წარმატებული ილეთები. ვიდეოდან შეიძლება გაკეთდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა: Atlas - ის რობოტის მომზადებას, რათა მას დაბრკოლებათა გადალახვა შესძლებოდა, რამდენიმე თვე დასჭირდა და მას არავითარი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს ამ სფეროში. მაგრამ Atlas - ს მაინც ეკუთვნის პატივისცემა: პარკური ტექნიკურად რთული შესასრულებელია ფიზიკურად მომზადებული სპორტსმენებისთვისაც კი.

რა თქმა უნდა, წლები დასჭირდება რობოტის შექმნას ისეთივე მანევრირების უნარით, როგორც ადამიანი, და ეს ტიტანური ამოცანაა თანამედროვე რობოტიკისთვის და კიდევ უფრო რთულია ასეთი ჰუმანოიდური რობოტის დაპროგრამება, რომ იმოძრაოს და მოიქცეს ადამიანივით. Atlas-ი ალბათ, ყველაზე რთული რობოტია, რომელიც ოდესმე შექმნილა ადამიანის მიერ დროის ამ მომენტში და მასში ჯერ კიდევ ბევრი არასანდო ელემენტია: ყოველთვის არის ჰიდრავლიკური სითხის გაჟონვის, ჭანჭიკების მოშვების, ღერძების დაზიანების ლითონის კავშირების გაწყვეტის შესაძლებლობა, რადგან 58-კილოგრამიანი ლითონის ნაჭერი მძიბედ ეშვება მყარ ზედაპირზე.

მაგრამ Atlas - ის შემქმნელები მზად არიან ასეთი წარუმატებლობებისთვის: ყოველ ჯერზე, როდესაც ის ზიანდება იქმნება პრეცედენტი გაუმჯობესებული დიზაინისა და კონსტრუქციისთვის, რომელიც წლიდან წლამდე აძლევს Boston Dynamics-ს ნიადაგს რობოტიკის განვითარებისთვის, როგორც წინაპლანზე მებრძოლს ინდუსტრიაში. უკვე ახლა ატლასის მოძრაობები იმდენად ახლოსაა ადამიანის მოძრაობებთან, რომ როდესაც ის ეცება გავიცდით მცირე სიმპათიას მის მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან არ დაზიანებულა.

0
40
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0