x
მეტი
  • 22.05.2022
  • სტატია:119379
  • ვიდეო:354127
  • სურათი:491878
"6 ცალი მანდარინი, 6 ცალი ფორთოხალი და 6 ცალი 2-ლარიანი მონეტა უნდა მოგვიტანოს მეკვლემ" - როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რომ 2022 წელი წარმატებული იყოს?

image

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "პალიტრავიდეოსთან" ინტერვიუში ახალ წელთან დაკავშირებით ბევრი ასტროლოგიური რჩევა მისცა მაყურებელს, მათ შორის, მეკვლის შესახებ და ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის მისაზიდად.

"მეკვლე ძლიერი და ენერგიული ადამიანი უნდა იყოს და ოჯახში უნდა შემოიტანოს 6 ცალი მანდარინი, 6 ცალი ფორთოხალი, 6 ცალი ორლარიანის მონეტა და ტკბილეული"- ამბობს ცაგარელი.

მისივე თქმით, ფინანსურად წარმატებული წლისთვის, კარგი იქნება თუ ოჯახის თითო წევრზე 3-3 ცალ 2-ლარიან მონეტას ახალი წლის ღამეს წყლიან ჭურჭელში მოათავსებთ.

"ფულმა მთელი ღამე წყალში უნდა გაატაროს. მეორე დღეს ამოიღეთ და საფულეში ჩაიდეთ. ატარეთ წლის ბოლომდე, წლის ბოლოსთვის კი დახარჯეთ" - ამბობს მიხელ ცაგარელი.



0
214
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0