x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
15 ყველაზე უცნაური "უკანასკნელი სადილი", რაც კი სიკვდილმისჯილებს მოუთხოვიათ

სიკვდილით დასჯამდე როგორც წესი ასრულებენ პატიმრის უკანასკნელ სურვილს. ძნელი წარმოსადგენია, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებულებს შეიძლება რაღაც ექსკლუზიური, გემრიელი და უჩვეულო სურდეთ. თუმცა ბევრი მათგანი ცდილობს დატკბეს ცხოვრების ბოლო წუთებით. რა არ უნდა იყოს, ციხეში ვალდებულნი არიან პატიმრის სურვილი შეასრულონ, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ის:

1. ჯეიმს ედვარტ სმიტი- მამაკაცმა ერთი მუჭა მიწა მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო. საბოლოოს პატიმარი მხოლოდ 1 ჭიქა იოგურტს დასჯერდა.image

2. ფილიპ ვორკმენის მოთხოვნა ალბათ ყველაზე ორიგინალურია ამ სიაში. 2007 წელს ტენესის შტატში სიკვდილმისჯილმა ვორკმენმა უარი თქვა თავის ბოლო ტრაპეზზე, მაგრამ ითხოვა ეყიდათ ვეგეტარიანული პიცა და ნეშვილში უსახლკაროსთვის მიეცათ. ციხემ უარი თქვა ამ თხოვნის შესრულებაზე, მაგრამ ტენესის ბევრმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა პატიმრის უკანასკნელი სურვილი შეესრულებინათ და დამნაშავის სიკვდილით დასჯის დღეს ასობით პიცა მიიტანეს უსახლკაროთა თავშესაფარში.image

3. ტედ ბანდი- ცნობილ ამერიკელ სერიულ მკვლელს მართალია განსაკუთრებული არაფერი მოუთხოვია, თუმცა რაც მიუტანეს იმაზეც უარი თქვა. ბანდის უკანასკნელი ვახშამი იყო სისხლიანი სტეიკი, შემწვარი კვერცხი, კარტოფილის ბლინები, ტოსტი კარაქით და ჯემით, რძე და წვენი.image

4. ადოლფ ჰიტლერი- ვერ ვიტყვით, რომ პატიმარი იყო ან სიკვდილმისჯილი, თუმცა ალბათ დაგაინტერესებთ მისი უკანასკნელი სადილი. 1945 წლის 30 აპრილს ადოლფ ჰიტლერმა გააცნობიერა, რომ ომი წაგებული იყო და მისი მესამე რაიხი განადგურების ზღვარზე იყო. ფიურერმა მიირთვა სპაგეტი ან ლაზანია მსუბუქი სოუსით, საწამლავი მიიღო მეუღლესთან, ევა ბრაუნთან ერთად.image

5. სიკვდილმისჯილმა დობი ჯაილს უილიამსმა ლუიზიანიდან ტკბილი ნაყინი და თორმეტი შოკოლადის ფილა მოითხოვა.image

6. აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ტერორისტი ტიმოთი მაკვეი 2001 წელს ინდიანაში სიკვდილით დასაჯეს. ბოლო ტრაპეზზე მან მოითხოვა კილოგრამი პიტნის ნაყინი შოკოლადის ჩიფსებით.image

7. ვიქტორ ფეგო- მან მოითხოვა მხოლოდ ერთი ცალი ზეთისხილი თავისი კურკით. სიკვდილით დასჯის შემდეგ მისი კოსტუმის ჯიბეში სწორედ ეს კურკა იპოვეს. ამბობენ, რომ მასთან ერთადაც დაკრძალეს.image

8. 2011 წელს ტეხასის შტატში სიკვდილმისჯილ ჯერალდ ლი მიტჩელს არ მოუთხოვია რამე განსაკუთრებული, მხოლოდ Jolly Rancher-ის კანფეტების ასორტიმენტი.image

9. დევიდ ლეონ ვუდსი- პატიმარმა მხოლოდ პიცა და დაბადების დღის ტორტი მოითხოვა.image

10. 49 წლის ასაკში კალიფორნიის შტატში დასჯილმა სტივენ ანდერსონმა ბოლო კერძად ისურვა 2 ცალი ყველის სენდვიჩი, ხაჭო, ატმის ღვეზელის ნაჭერი, ნაყინი და ბოლოკი. image

11. ტროი დევისმა უარი თქვა სადილზე ავისმომასწავებელი კომენტარი გააკეთა: "ეს სადილი არ იქნება უკანასკნელი".image

12. ერაყის ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი 2006 წელს ჩამოხრჩეს. ჯერ კიდევ კამათობენ იმაზე, თუ რა მიირთვა მან უკანასკნელად: ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ეს ძირითადად დასავლური საკვები იყო (შესაძლოა ჰამბურგერი და კარტოფილიც კი), სხვები ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯის წინ მას შესთავაზეს ქათამი ბრინჯით, მაგრამ მან უარი თქვა.image

13. ადოლფ ეიხმანი, ნაცისტური არმიის უფროსი ოფიცერი და ჰოლოკოსტის ორგანიზატორი, ჩამოახრჩვეს ისრაელში 1962 წელს. ეიხმანს ბოლო ვახშამზე განსაკუთრებული არაფერი შეუკვეთავს, გარდა ერთი ბოთლი მშრალი წითელი ღვინისა, რომელიც შუა გზაზე დალია.image

14. რიკი რეი რექტორმა მოითხოვა სტეიკი, შემწვარი ქათამი, ალუბლის წვენი და ნიგვზის ღვეზელის ნაჭერი, რომელიც ბოლოს არც შეჭამა და თქვა, რომ სასჯელის მერე შეჭამდა.image

15. რაც შეეხება ლოურენს რასელ ბრიუერს, მან დიდი რაოდენობით საკვები შეუკვეთა: ორი ქათმის სტეიკი სოუსში დაჭრილი ხახვით, სამმაგი ჩიზბურგერი ბეკონით, ყველის ომლეტი საქონლის ხორცით, პომიდორი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, დიდი თასი შემწვარი თევზი კეტჩუპით, ბარბექიუ, თეთრი პური, სამი ფაჰიტო სხვადასხვა შიგთავსით, პიცა, ვანილის ნაყინი, არაქისის კარაქი არაქისის ნაჭრებით და სამი ბოთლი ლუდი. ციხეების უმეტესობა უარს იტყოდა ასეთ უზარმაზარ მოთხოვნაზე, მაგრამ ტეხასის ციხეებში მაშინ ეს შესაძლებელი იყო. მთელი ამ საკვების მიტანის შემდეგ კი ბრიუერმა უარი თქვა ჭამაზე იმ მიზეზით, რომ არ შიოდა.image

0
410
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0