x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ცნობილი ვოკალური კვარტეტის Il Divo-ს სოლისტი კორონავირუსმა იმსხვერპლა

image

19 დეკემბერს კარლოს მარინი, ინტერნაციონალური პოპ კვარტეტის Il Divo-ს წევრი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

- გაცნობებთ, რომ ჩვენი მეგობარი და კოლეგა კარლოს მარინი გარდაიცვალა. მეგობრებს, ოჯახს და გულშემატკივრებს ის მოენატრება. კარლოსის მსგავსი სხვა ხმა ან სული არასოდეს იქნება. 17 წელია, ჩვენ ოთხივე ვიმყოფებით ამ წარმოუდგენელ მოგზაურობაში, როენლსაც სახელად Il Divo ერქვა, მოგვენატრება ჩვენი მეგობარი“, - წერს ჯგუფი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

გამოცემა Sun-ის ცნობით, მომღერალს კორონავირუსი მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დაემართა, მოგვიანებით იგი ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ შემსრულებელი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Il Divo კვარტეტის შემადგენლობაში შედიოდა: კარლოს მარინა, ურს ბიულერი, სებასტიან ისამბარი და დევიდ მილერი. ეს ჯგუფი იმდენად ცნობილია, რომ ზოგიერთმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა მას "ჯგუფი Queen გიტარის გარეშე" უწოდა.იგი "გინესის წიგნის" რეკორდსმენია, როგორც ყველაზე წარმატებული საერთაშორისო პროექტი, ჯგუფს გამოცემული აქვს 9 ალბომი და 15-მდე სინგლი, რომელიც ჩაწერილია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ ენებზე და დაიკავა #1 ადგილი როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე ოკეანის გაღმა აშშ-ში და კანადაში.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ 70 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯგუფ "სმოკის" უცვლელი წევრი ტერი ატლი, მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.

0
168
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0