x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
უნგრელი ბებიის ზამთრის საოცრებათა ქვეყანა

image

უნგრელმა ეტელკა იოზეფნე კაიდაჩიმ, რომელიც ცნობილია როგორც დეიდა ეტა, აღმოაჩინა "ზამთრის საოცრებათა ქვეყანა" და მიიპყრო ტურისტების ყურადღება მთელი მსოფლიოდან.

მან პირველად 10 წლის წინ დაიწყო თავისი სახლის მორთვა შვილიშვილების მოსაწონად, მაგრამ მალე ის ნამდვილ ატრაქციონად იქცა. „სასწაულების სახლის“ სანახავად ყოველწლიურად არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ, ტურისტებიც მოდიან.


image

დეიდა ეტას სახლი ბუდაპეშტთან ახლოს, ქალაქ დაბაშში მდებარეობს. მას ამშვენებს ათობით გირლანდები, ნაძვის ხეები, ირმისა და თოვლის კაცის მანათობელი ფიგურები. ამ წლის მთავარი მოვლენაა კაცის ზომის მომღერალი სანტაა.

"საოცრებათა ქვეყნის" დიასახლისი სიამოვნებით ხვდება სტუმრებს და დელიკატესებით უმასპინძლდება. ის ურთიერთობს სტუმრებთან და ეკითხება, თუ საიდან მოვიდნენ.

„სასიამოვნოა ადამიანების სახეებზე სიხარულის დანახვა, როცა ესმით, რომ ღირდა აქ შორიდან ჩამოსვლა.“განუცხადა ეტელკა იოზეფნე კაიდაჩიმ Euronews-ს.

იმისათვის, რომ ვიზიტორებმა მონაწილეობა მიიღონ „საოცრებათა ქვეყნის“ მორთვაში, დიასახლისმა ეზოში ნაძვის ხე დადგა, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეეძლება თავისი დეკორაციის ჩამოკიდება.



image

დეიდა ეტამ თქვა, რომ სახლის გახსნამდე მისი ოჯახი ორი კვირის განმავლობაში ათვალიერებს კომპლექსს, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა დეკორაცია ადგილზეა. უნგრელმა აღნიშნა, რომ გასულ წელს პანდემიის გამო ვერ შეძლო "საოცრებათა ქვეყნის" გახსნა, წელს კი კვლავ მზადაა სტუმრების მისაღებად.

ქალაქის ადმინისტრაციამ სპეციალური მატარებელიც კი დანიშნა, რომელიც ვიზიტორებს „საოცრებათა ქვეყანაში“ მოხვედრაში დაეხმარებოდა. დეიდა ეტას საახალწლო სახლს 2 იანვრის ჩათვლით შეგიძლიათ ეწვიოთ.


0
121
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0