x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120588
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492650
"როლები, რომელზეც უარი თქვა ან უნდა ეთამაშა" - იური ნიკულინის დაბადებიდან 100 წელი გავიდა
image

100 წლის წინ, 1921 წლის 18 დეკემბერს დაიბადა ლეგენდარული საბჭოთა(რუსი)კინოს და ცირკის მსახიობი, იური ნიკულინი.მსახიობს უამრავი თაყვანისმცმელი ჰყავს ყოფილ სსრკ-დან თუ მის შემდგომ და მასზე ძალიან ბევრი დაწერილა და თქმულა კიდეც, თუმცა დღეს მსახიობს დღეს სულს სხვა კუთხით დაგანახებთ.პოპულარული საბჭოთა ფილმები, სადაც შესაძლოა მთავარ როლში გეხილათ იური ნიკულინი, თუყმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ეს არ მოხდა.


image
ნიკულინს უთამაშებელი როლების მთელი სია ჰქონდა. ლეონიდ გაიდაიმ თავის „12 სკამში“ კისა ვორობიანინოვის როლზე მოსინჯა. მაგრამ სინჯები წარუმატებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ მას მისცეს მეეზოვე ტიხონის ეპიზოდური როლი.

image



"ბრილიანტის ხელის" ფანტასტიური წარმატების შემდეგ რეჟისორმა გადაწყვიტა გადაეღო კომედიაში " ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" . სცენარი დუეტისთვის ნიკულინი - მირონოვი შეიქმნა, რომლებსაც ბუნშუს და მილოსლავსკის როლი უნდა ეთამაშათ. მაგრამ თავად იური ნიკულინმა თქვა უარი თამაშზე - მან იფიქრა, რომ ბულგაკოვის მოტივებზე შექმნილ ფილმს მაინც თაროზე შემოდებდნენ, ამიტომ არ სურდა გადაღებაზე ერთი წლის ფუჭად დაკარგვა.


image

გეირგი დანელია გეგმავდა ნიკულინის გადაღებას ფილმში "33", მაგრამ არტისტმა საცირკო გასტროლების განრიგი ვერ მოაგვარა და როლი ევგენი ლეონოვს ერგო. სერგეი ბონდაჩუკმა სცადა კლოუნი კაპიტან თუშინის როლისთვის ფილმში "ომი და მშვიდობა", მაგრამ აქაც ვერ შეძლო თამაში.

image

მსახიობი ყოველთვის ორ წყალშუა იდგა-არჩევანი უნდა გეკეთებინა ცირკსა და კინოს შორის. როგორც ელდარ რიაზანოვი იხსენებს, სწორედ ნიკულინს უნდა ეთამაშა მის ფილმში "გაუფრთხილდი ავტომობილს!" მთავარი როლი მისთვის დაიწერა, ხოლო სცენარის სიუჟეტი თავად შესთავაზა ნიკულინმა, რომელმაც მოუყვა რეჟისორს ამბავი მანქანის ქურდზე, რომელიც პარავდა მანქანებს სპეკულანტებს და შემოსავალს ბავშვთა სახლებს გადასცემდა.

image

- ვიცი, რომ ის განაწყენებული იყო, რომ ვერ ითამაშა იმ ფილმში, რომლის სცენარიც მისთვის დაიწერა”, - განაცხადა მსახიობის შვილიშვილმა – სპეციალურად ამ სურათისთვის „მოსფილმში“ კასკადიორი დაიქირავეს, რომელიც პაპაჩემს მანქანის ტარებას ასწავიდა.როლისთვის ემზადებოდა, ყველაფერი მასზე იყო მორგებული. მაგრამ იყო ტური იაპონიაში და "სოიუზგოსცირკმა" არ გაუშვა. დიახ, იყო კინოკონტრაქტი, მაგრამ რაც არ უნდა დაჰპირებოდა ელდარ რიაზანოვს, მისი მთავარი საქმიანობა ცირკი იყო. ცირკს ის აბსოლუტურად სჭირდებოდა, კინო კი დაიცდიდა. შედეგად, დეტოჩკინის როლი ითამაშა ინოკენტი სმოკტუნოვსკიმ.

image


ასევე იხილეთ


აპრილის შუა რიცხვებში, "ბრილიანტის ხელის" ვარსკვლავი სვეტლანა სვეტლიჩნაია ისევ საავადმყოფოში მოხვდა. მსახიობი ინსულტის ნიშნებით მოსკოვის იუდინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვათა შორის, იგივე დიაგნოზით, სვეტლიჩნაია შარშანაც მოხვდა საავადმყოფოში, მაგრამ მკურნალობის შემდეგ მან თქვა, რომ ინსულტი არ დაუდასტურდა. როგორც არტისტის ნათესავები ...


აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოეთის ქვეყნებში უპოპულარეს ფილმს "ბედის ირონია, ანუ გაამოთ!" აშშ-ში გადაიღებენ. ბალტიული წარმოშობის რეჟისორმა მარიუს ვეისბერგმა, რომელიც ცნობილია ფილმებით "ჰიტლერ კაპუტ" და "რჟევსკი ნაპოლეონის წინააღმდეგ", გადაწყვიტა ელდარ რიაზანოვის ცნობილი ფილმის ამერიკული რემეიკი შექმ...


ბრწყინვალე საბჭოთა მსახიობების როლები გასული საუკუნის ყველაზე პოპულარულ ფილმებში მილიონობით მაყურებელს ახსოვს. ბევრი ფილმის პერსონაჟი და მათი ცნობილი რეპლიკები აქტუალობას არ კარგავს ათწლეულების შემდეგაც, რის გამოც დღეს მრავალი რეჟისორი ცდილობს გააკეთოს ცნობილი ფილმების რიმეიკები და მოარგოს გმირების იმიჯი თანამედროვე XXI საუკუნის რეალობებს, მაგრამ ზოგ...


"აფონია "არის საბჭოთა კინოს კიდევ ერთი შედევრი, რომლის ნახვაც მაყურებელს არ ბეზრდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი უამრავჯერ უნახავს. ლეონიდ კურავლევმა ბრწყინვალედ ითამაშა სანტექნიკოსი ბორშჩოვის როლი, რომელიც არ ჯდება "სანიმუშო საბჭოთა მუშაკის" იმიჯში, ცხოვრობს უდარდელად, უყვარს სმა, "ლევად" ფულის გაკეთება და ქალ...


"მოსფილმის" 1984 წლის ლირიკული კომედია "სიყვარული და მტრედი" გახდა ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმი ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე, რეჟისორ ვლადიმერ მენშოვის ფილმს 20 მილიონმა ადამიანმა უყურა. მეორე ადგილი დაიკავა ლეონიდ გაიდაის ფანტასტიკური ჟანრის კინოკომედიამ "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას"(1973 წელი)-18, 9 მილიონი ნახვა. მესამე ადგ...

0
710
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0