x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
„ყალბი მე“ - ანუ რა შეუძლია სწორად პოზირების ცოდნას ფოტოგადაღებისას
image
სამყარო გავლენებითაა სავსე და უმთავრესი მათ შორის სოციალური მედიაა. სქროლვისას მუდმივად ვაწყდებით სრულყოფილი სხეულის მქონე ადამიანების ფოტოებს. იყო დრო, ასეთი შინაარსის ფოტოები მოტივაციას გვაძლევდა, იგივე შედეგისთვის მიგვეღწია. მაგრამ ახლა ის მხოლოდ გვიმტკიცებს, რომ ვიღაც ჩვენზე უკეთაა, ან ბედნიერია. ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც გულახდილია და არ ცდილობს სრულყოფილი სურათების გამომზეურებას.


ერთ-ერთი მათგანია ბრი ლენეჰანი, სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელი და ბიზნეს-მესაკუთრე. ქალი, რომელსაც „ინსტაგრამზე“ მიმდევრების მთელი არმია ყავს, აქვეყნებს დაწყვილებულ ფოტოებს, სადაც ერთ ფოტოში „მომგებიანად“ პოზირებს, ხოლო მეორეში ბუნებრივადაა გადაღებული.


image
ცნობილი „იუთუბერი“ თავის არხზე ჯანმრთელობაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე და პოზიტივზე საუბრობს. ბრი ამ დაწყვილებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ყოველ ორშაბათს დებს და მას „ორშაბათის რეალური მე“ დაარქვა. მისი პროექტის მიზანია ხალხს დაანახოს, რომ „ლამაზი სხეულის“ პოზირებით მიღწევა შესაძლებელია და ადამიანებს ისეთი უნდა უყვარდეთ საკუთარი სხეული, როგორებიც არიან.


ბრიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის გაოცებულია იმდენ ადამიანს მოეწონა მისი იდეა. „ახლა გასაგებია ჩემთვის, როგორ სწყურია ხალხს რეალობა, ნაცვლად „სრულყოფილი“ სიყალბისა, რასაც სოციალური მედია გვთავაზობს. მახარებს, რომ ადამიანებს ვეხმარები უკეთ იგრძნონ და უფრო უყვარდეთ საკუთარი თავი“, - ამბობს ბრი. მისი აზრით, შესაძლოა, ადამიანს უნდოდეს რეალური ფოტოების დადება, მაგრამ სიმამაცეა საჭირო, იყო გულწრფელი, როცა არ იცი, რა რეაქცია ექნება ხალხს.



image
მისი თქმით, ამ პროექტმა უფრო თავდაჯერებული გახადა და ასევე ბევრს დაეხმარა, დასძლიოს საკუთარი თავდაუჯერებლობა. ხოლო მათთვის, ვისაც რეალური საკუთარი სხეული ვერ მიუღია, ბრი ამბობს - „ადამიანები შესაბამისად არ აფასებენ, რამხელა ძალა აქვს ჩვენს გონებას, ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩავეფლოთ საკუთარი თავის სიყვარულში, ამას პრაქტიკა სჭირდება, დრო და სათნოება. ასე რომ, საკუთარი თავის შეყვარების ნებისმიერ მცდელობაში მნიშვნელობა არ აქვს, გარეგნულად როგორ გამოვიყურებით, მთავარია ჩვენი „შინაგანი“ რას ამბობს! საკუთარი თავის მიმართ სათნოებამ ჩემი სამყარო შეცვალა“.


imageimageimageimage



0
460
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0