x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თენგიზ ცერცაძე: "არჩევანს გავაკეთებდი არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ..."
image
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის რომ აკეთებდეს არჩევანს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებზე, მხარს დაუჭერდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს არჩილ თალაკვაძეს.

"ორივე შესანიშნავი კანდიდატურაა - რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როცა ვამბობ, რომ ის მზად არ არის, ვგულისხმობ, რომ ის არის ძალიან კარგი ექიმი და დღეს ქვეყანას ის სჭირდება იქ, სადაც არის, რადგან ძალიან სერიოზული სეგმენტი უკავია კოვიდთან მუშაობის.

ძალიან ახალგაზრდაა და მინისტრობაც და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. ასე რომ, ის კარგი კანდიდატურაა, ჩემი მეგობარია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, გავაკეთებდი არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ, რადგან არჩილს ბევრი ღირსება აქვს, ჯერ ერთი - ძალიან ბევრი ინსტანცია აქვს გამოვლილი, ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში, ის კარგად ფლობს თანამედროვე მიმართულებებს მედიცინაში", - განაცხადა ცერცვაძემ.
1
131
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
131
  
2021, 17 დეკემბერი, 18:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1