x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რა მსოფლიო ცენტრი, რა როტშილდი, ამათ გააფრინეს მართლა" - რომან გოცირიძე

image
საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის მიზნით საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი "Rothschild & Co" დაიქირავა. საქართველოს მთავრობასა და კომპანია "Rothschild & Co"- ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის შესაბამის შეთანხმებას ხელი ბრიუსელში მოეწერა. ეკონომისტი რომან გოცირიძე ამ თემას "ფეისბუქზე" ეხმაურება.

"როდემდე უნდა იყოს გულუბრყვილო იდეებით თუ სისულელეებით შეპყრობილი ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია, როცა ამბობენ, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას მსოფლიო ფინანსური ცენტრი. აგერ, როტშილდები დაიქირავა მთავრობამ კვლევის ჩასატარებლად და მორიგ მილიონებს გაისვრიან ბიუჯეტიდან.

როგორ შეიქმნება საქართველოში ისეთი რამ, რომელიც არ არის პარიზში, მადრიდში, ბერლინში, რომში?

მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებად აღიარებულია მხოლოდ ლონდონი, ნიუ-იორკი, ჰონკონგი, სინგაპური, ციურიხი, ფრანკფურტი. იცით რამდენი იყო საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა გასულ თვეს? 49 ლარი. ამდენს დღეში ყავას სვამს ზოგიერთი ყავისმოყვარული.

უცოდინარობა, პროვინციალიზმი და უტოპიზმი-ეს უბედურება გვჭირს. რა მსოფლიო ცენტრი, რა როტშილდი, ამათ გააფრინეს მართლა. ამ სიტყვას არასამედიცინო დანიშნულებით ვხმარობ, ვინმე რომ არ შემომედავოს", - წერს გოცირიძე.

3
434
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
434
  
2021, 24 დეკემბერი, 19:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი სსდ-ის კომენტარზე
2021, 24 დეკემბერი, 15:27
სავარაუდოდ --- ჭო გამოგრჩათ, მეტს ვერაფერს დავამატებ :D :D
2021, 18 დეკემბერი, 3:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3