x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც ანორექსიას ებრძოდნენ

ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება ჭამაზე უარის თქმით სხეულის წონის შემცირების მიზნით. ეს დაავადება ყველაზე ხშირად მოდელებს აწუხებთ, რომლებიც ცდილობენ დააკმაყოფილონ სამოდელო სახლების მიერ წამოყენებული კრიტერიუმები, ასევე ცნობილი სახეები, რომლებიც იდეალური ფიგურის დევნაში არიან, ვერ ამჩნევენ როგორ კვეთენ უხილავ ხაზს და ხშირად ავადდებიან ანორექსიით.image

1. ტარა რიდი

ქალმა სახელი გაითქვა ფილმიდან "American Pie", სადაც მიმზიდველი ქერათმიანის როლი ჰქონდა. მისი კარიერა ვერ აეწყ და კარგ პროექტებშიც აღარ მიუღია მონაწილეობა, ბოლო წლებში კი პრესაში სტატიები მისი წონის გამო უფრო იბეჭდება.image

2. ვიქტორია ბეკჰემი

"Spice Girls" ის პერიოდში ახალგაზრდა მომღერალი სცენისთვის “მსუქნად" შერაცხეს, ამიტომაც დაეწყო დეპრესია და თავს მკაცრი დიეტებით იტანჯავდა, ისე, რომ სავალალო შედეგამდეც მივიდა. დღეს უკვე ცნობილი დიზაინერი და 4 შვილის დედაა, მისი კვებითი რაციონი კი უფრო დაბალანსებული და ჯანსაღია.
image

3. ანჯელინა ჯოლი

2015 წელს პირად ცხოვრებაში პრობლემების გამო ანჯელინა ჯოლიმ იმდენად დაიკლო წონაში, რომ თაყვანისმცემლებმა ძლივს ამოიცნეს იგი პაპარაცების მიერ გადაღებულ სურათებში. მსახიობმა სხეული გამოიფიტა შიმშილით და მხოლოდ მცენარეული საკვების მიღებით. დღეს მსახიობი გაცილებით უკეთ, და რაც მთავარია უფრო ბედნიერადაც გამოიყურება.image

4. ალეგრა ვერსაჩე

2007 წელს დონატელა ვერსაჩემ აღიარა, რომ მისი ქალიშვილი ალეგრა რამდენიმე წელია იტანჯებოდა ანორექსიით. იმ დროს გოგონას წონა მხოლოდ 32 კილოგრამი იყო.

„უკვე მრავალი წელია, ჩვენი ქალიშვილი ალეგრა ებრძვის ანორექსიას. მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება უტარდება და, როგორც ჩანს, გამოჯანმრთელებულია. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს ქალიშვილს, ”- თქვა დონატელამ.image

5. ნიკოლ რიჩი

თინეიჯერობისას ნიკოლი სულაც არ ყოფილა გამხდარი, მაგრამ 2004 წლის შემდეგ, რაც პერის ჰილტონთან დაიწყო მეგობრობა და მასთან შედარებით ყველა მსუქანს ეძახდა, ბევრი კომპლექსი შეიძინა. დაიწყო მკაცრი დიეტა და ვერ შეძლო დროულად შეჩერება.image





0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0