x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩრდილოეთ კორეაში აკრძალეს სიცილი, ალკოჰოლის მიღება და ნათესავის დაკრძალვაც კი
image

მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების მეათე წლისთავს აღნიშნავს.


ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს 11-დღიან გლოვას ქვეყნის წინა ბელადის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების მეათე წლისთავთან დაკავშირებით.


საზოგადოებაში გლოვის აღნიშვნას პოლიცია ყურადღებით აკვირდება. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეების მონათხრობის მიხედვით, ქვეყნის მაცხოვრებლებს ეკრძალებათ სიცილი, ხმამაღლა საუბარი, დაბადების დღის აღნიშვნა, ალკოჰოლის დალევა და ნათესავების დაკრძალვაც კი - გარდაცვლილთათვის უკანასკნელი პატივის მიგება მხოლოდ ბელადის გლოვის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.



- გლოვის დროს თქვენი ოჯახის წევრიც რომ დაიღუპოს, ხმამაღლა ტირილის უფლება არ გაქვს და ცხედარი მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ შეიძლება. გლოვის დღეებში ხალხი საკუთარ დაბადების დღესაც კი ვერ აღნიშნავს, - ციტირებს გამოცემ RFA ადგილობრივი მაცხოვრებლის მონათხრობს.


მისივე თქმით, სამართალდამცავებს მიეცათ დავალება, გამოავლინონ მოქალაქეები, რომლებიც გამოიყურებიან „არასაკმარისად დამწუხრებულად“. არავინ იცის, რა ბედი ეწევა ამ დარღვევის გამო დაკავებულებს.


მაგალითად, შარშან, გლოვის დროს, პოლიციამ დააკავა ქუჩაში ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლები და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.


-მათ განიხილავდნენ როგორც იდეოლოგიურ კრიმინალებს. წაიყვანეს და აღარც არავის უნახავს, - განუცხადა გამოცემას ჩრდილოეთ კორეის მცხოვრებმა.


ცნობილია, რომ ხელისუფლება გადამდგარი სამხედრო მოსამსახურეებს გლოვის დღეებში აიძულებს საწარმოებში იარონ, სადაც ლექციებს უკითხავენ მუშა- მოსამსახურეებს გარდაცვლილი ბელადის ცხოვრებასა და ღვაწლზე.

image


ჩრდილოეთ კორეის დიდი ბელადის, კიმ ირ სენის ვაჟი და უზენაესი ლიდერის კიმ ჩენ ინის მამა- კიმ ჩენ ირი, რომელიც ატარებდა ჩრდილეთ კორეის დიდი ხელმძღვანელის და მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის მარადიულ გენერალურ მდივნის ტიტულს, ქვეყანას ხელმძღვანელობდა 1994 წლის ივლისიდან 2011 წლის 17 დეკემბრამდე. როგორც ავტორიტარული სახელმწიფოს დიდ ლიდერს შეეფერება, კიმ ჩენ ირი დაიღუპა სამუშაო პოსტზე- თავის ჯავშან მატარებელით ჩრდილოეთ კორეაში ინსპექტირების დროს.


მთავარი ფოტო:ფხენიანში ბელადის გარდაცვალების 10 წლისთავთან დაკავშირებით მხატვრულ ნამუშევართა გამოფენა გაიხსნა.(REUTERS)



image

ასევე იხილეთ



კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა მსოფლიოში, ინფორმაცია მათ შესახებ მაშინ გაილევებს ხოლმე თუ რომელიმე ახალ იარაღს გამოცდიან ან თუ მეზობელ სამხრეთ კორეას მორიგ მუქარას გაუგზავნიან. თუმცა ჩრდილოეთ კორეა აქტიურად მეცნიერულ გამოგონებებზეც მუშაობს, რომლითაც ამაყობს ეს ჩაკეტილი ქვეყანა, თუმცა რამდენად მარ...



10- "Melbourne Cricket Ground"-ტევადობა 100 018 კაცი.ეს გახლავთ ყველაზე დიდი სტადიონი ავსტრალიის კონტინენტზე და ყველაზე დიდი კრიკეტის სტადიონი მსოფლიოში.აშენდა 1854 წელს და იმის შემდეგ მრავალჯერ გადაკეთდა.1956 წელს იყო მელბურნის ზაფხულის ოლიმპიადის მთავარი არენა. 9- Darrell K Royal-ადრინდელი სახელი Texas Memorial Stadium-ტევადობა 100 119 კაცი, აშენდა 1924 წელს, სტადიონზ...

0
420
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0