x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კენედის მკვლელობის საქმეზე აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები გამოქვეყნდა
image

CIA-მ დიდი დრო დახარჯა იმისთვის, რომ სსრკ-ს სპეცსამსახურები დაედანაშაულებინა მკვლელობის ორგანიზებაში, მაგრამ მტკიცებულება ვერ იპოვა.


შეერთებული შტატების ეროვნული არქივისა და ჩანაწერების ადმინისტრაციის ვებსაიტი 1491 დოკუმენტით შეივსო, რომელიც დაკავშირებულია 1963 წელს ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობასთან.

კერძოდ, რამდენიმე დოკუმენტი შეეხება CIA-ს ვერსიას საბჭოთა კავშირის მიერ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობას, იუწყება CBS.



მასალების გამოქვეყნება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა, თუმცა ის ამომწურავი არ არის - არქივის მეორე ნაწილი, რომელიც დაახლოებით 14 ათას გვერდს შეიცავს, მომავალი წლის დეკემბერში გამოქვეყნდება. საერთო ჯამში, კენედის მკვლელობის შემდეგ 250 ათასზე მეტი დოკუმენტი გამოქვეყნდა, მაგრამ ამ ყველაფერმა საქმეს სიცხადე არ შემატა.


შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტმა, დემოკრატი ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ შეერთებული შტატების მთავარი პოსტი დაიკავა 1961 წლის 20 იანვარს, ხოლო 1963 წლის 22 ნოემბერს იგი მოკლეს დალასში (ტეხასი), როდესაც საპრეზიდენტო კორტეჟი ქალაქის ქუჩებში მოძრაობდა.


image

ოფიციალური ვერსიით, 46 წლის კენედის სიკვდილი სნაიპერული შაშხანიდან ორი გასროლის შედეგად მოხდა.



პოლიციამ ცხელ კვალზე მოახერხა მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდის დაკავება, რომელიც ორი დღის შემდეგ მოკლა დალასის ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ, როდესაც იგი დალასის პოლიციის განყოფილებიდან გამოყავდათ.

image

პრეზიდენტის მკვლელობამ და მთავარი ეჭვმიტანილის სწრაფმა გარდაცვალებამ გამოიწვია მრავალი ჭორი და შეთქმულების თეორია, რომელშიც ვინ აღარ ფიგურირებდა: სიცილიური მაფიის წევრებიდან დაწყებული, კგბ-ს ოფიცრებით და უცხოპლანეტელებით დამთავრებული.


არცერთ ჰიპოთეზას არ მიუღია ღირსეული დადასტურება. ამავდროულად, CIA დიდი ხნის განმავლობაში და სერიოზულად ამუშავებდა პრეზიდენტის მკვლელობაში საბჭოთა სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსიას.



გამოძიებისთვის მთავარი ხელჩასაჭიდი იყო ოსვალდის მიერ სსრკ-ში მოგზაურობა, მისი სიმპატია კომუნისტების მიმართ, ასევე ვიღაც "საბჭოთა საელჩოს თანამშრომლის" ნათქვამი, მკვლელობის მცდელობის მომზადებაში სსრკ-ს შესაძლო მონაწილეობის შესახებ . თუმცა ეს ვერსიებიც საბოლოოდ ჩიხში შევიდა.

2
922
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
922
  
2021, 17 დეკემბერი, 10:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 დეკემბერი, 9:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2