x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"ბიძინა ივანიშვილმა საწადელს მიაღწია, ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა, მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა"
image
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ფულის გათეთრების თემაზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


"დღეს სრულდება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის თითქმის სამ წელიწადზე გაწელილი სასამართლო პროცესი. რას მოველი აქედან? ბიძინა ივანიშვილმა ეს პროცესი წამოიწყო არა მათი ციხეში ჩასასმელად, არამედ ანაკლიის პროექტის ჩასაძირად, საერთაშორისო ინვესტორების წინაშე მათი რეპუტაციის შებღალვის გზით. საწადელს მიაღწია. ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა. მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. ისე, ღირსი კი იქნება, ამავე სასამართლომ, ამავე მოსამართლემ გაასამართლოს, მაგრამ ღირსი ერთია და ამ სასამართლო სისტემის დანგრევის საქმე მეორე.", - წერს გოცირიძე.


ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


შეგახსენებთ, 2019 წლის 24 ივლისს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ასევე, პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

2
316
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
316
  
2021, 17 დეკემბერი, 18:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 16 დეკემბერი, 23:21
გოცირიძემ (კუპონამ) გაანადგურა თავის დროზე ქართული ეკონომიკა და ეს ხმას როგორ იღებს საერთოდ?
ხაზარაძე-ჯაფარიძის ბანკმა რამდენ ოჯახს წაართვა შეგნებულად კრედიტის პროცენტების წყალობით საცხოვრებლები?
შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება ადამიანს ის მერე ყველაფერს იკადრებს.
0 1 2