x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
მსოფლიოში პირველი სმს-ი "გილოცავთ შობას" აუქციონზე 170 000 ფუნტად იყიდება

image

მსოფლიოში პირველი ტექსტური შეტყობინების ციფრული ასლი აუქციონზე გაიყიდება, სადაც მოსალოდნელია, რომ იგი 170 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდოს.

ახლა, თითქმის 30 წლის შემდეგ, საკულტო SMS-მა, რომელმაც გზა გაუხსნა მომავალს, მობილური ტელეფონების გიგანტმა ხელახლა შექმნა, როგორც შეუცვლელი ნიშანი (NFT) და გაიტანა პარიზის აუქციონზე.

1992 წლის 3 დეკემბერს 22 წლის ბრიტანელმა პროგრამისტმა ნილ პაპუორტმა კომპიუტერიდან პირველი მოკლე შეტყობინების სერვისი (SMS) გაუგზავნა თავის კოლეგას რიჩარდ ჯარვისს.

ბ-ნი პაპუორტი მუშაობდა პროგრამისტად და ინჟინერ-გამომცდელად.რათა შეექმნა Vodafone-ისთვის მოკლე შეტყობინებების სერვისი, ასე რომ, მან აკრიფა ტექსტური შეტყობინება "გილოცავთ შობას" კომპიუტერზე თავის ბაზიდან, ბერკშირში ნიუმერიდან.

ბატონმა რიჩარდ ჯარვისმა, კომპანიის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, წარმატებით მიიღო შეტყობინება თავის Orbitel 901 ტელეფონზე - ასე ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე მესიჯებს.

2017 წელს საუბრის დროს ბ-ნმა ნილ პაპუორტმა აღნიშნა: „1992 წელს წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენად პოპულარული გახდებოდა ტექსტური შეტყობინებები და რომ ეს გამოიწვევდა სმაილების და შეტყობინებების აპლიკაციების შექმნას, რომლებსაც მილიონები გამოიყენებდნენ."

image

ფოტოზე:ნილ პაპუორტი

„სულ ახლახან ვუთხარი ჩემს შვილებს, რომ პირველი მესიჯი მე გავაგზავნე.

რეტროსპექტივაში ცხადია, რომ საშობაო გზავნილი, რომელიც გავგზავნე, იყო გარდამტეხი მომენტი მობილური მოწყობილობების ისტორიაში. ”

ახლა, თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, ინოვაციური ტექსტი, რომელმაც მორიგი ტექნიკური რევოლუცია მოახდინა, უნდა გახდეს რომელიმე ბობოლა მდიდრის კოლექციის ნაწილი.

აუქციონი ჩატარდება პარიზში 2021 წლის 21 დეკემბერს, საფრანგეთში პირველი დამოუკიდებელი აუქციონის სახლის, Aguttes-ის მიერ.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა 1992 წელს, რეალურად SMS-ს სერვისები მასიურად მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისიდან გავრცელდა.

1995 წელს მობილური ტელეფონის მომხმარებლები თვეში ყოველ ჯერზე საშუალოდ 0, 4 შეტყობინებას აგზავნიდნენ. SMS-ს ახლა იყენებს ხუთ მილიარდზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად მთელს მსოფლიოში.

ტექსტური შეტყობინებების სწრაფმა ზრდამ, თავის მხრივ, გაზარდა მოთხოვნა სმაილიკების გამოყენებაზე თანამედროვე ტექსტურ შეტყობინებებში.

image

მაგალითად ახალი კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული ემოცია არის მომღიმარი სახე, კოცნა და გული.

0
277
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0