x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კლარკი, ჯოლი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები, რომლებსაც თამამ სცენებში თამაში არ ეშინიათ
image


ფილმები საწოლის სცენებითა და "18+" მარკირებით, მაყურებელში იმაზე უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე საშინელებათა ჟანრის კინოფილმები, თუმცა თავადაც მოგეხსენებათ, რომ ყველა მსახიობი თამამ სცენებში მონაწილეობაზე არ თანხმდება! წარმოგიდგენთ ჰოლივუდის იმ ცნობილ ვარსკვლავებს, ვისთვისაც კადრში შიშველი გამოჩენა პრობლემას არ წარმოადგენს.





შარლიზ ტერონი


image


აფრიკაში დაბადებული მსახიობის ერთ-ერთი პირველი კინოსურათი გახლავთ რეჟისორ ჯონ ჰერცფელდის 1996 წელს გადაღებული საბრძოლო ჟანრის ფილმი "ორი დღე ხეობაში", სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავს ჯეიმზ სპეიდერთან თამაში საკმაოდ თამამ სცენებში მოუწია, შემდეგ კი მისი მონაწილეობით მაყურებელმა ისეთი ცნობილი ფილმები იხილა, როგორიცაა - "ის რასაც აკეთებ!", "პროცესი და შეცდომა", "ეშმაკის ადვოკატი", "მონსტრი", რომელმაც მსახიობს "ოსკარიც" კი მოუტანა...


"მე ვერ ვხედავ ამაში რაიმე ცუდს. ჯერ სცენარს ვკითხულობ, თუ სცენა გამართლებულია, მონაწილეობას ვთანხმდები", - ამბობს სამხრეთაფრიკელი ლამაზმანი..





ემილია კლარკი


image


დეინერის ტარგარიენის როლის შემსრულებელს "სამეფო კარის თამაშებში" (და ის ამ სახელით კიდევ დიდხანს გვემახსოვრება!) უკვე პირველივე სეზონში მოუწია თამამ სცენებში მონაწილეობის მიღება. ჭორების თანახმად, მესამის შემდეგ მან კონტრაქტში მსგავსს სცენებში მონაწილეობაზე უარის თქმის უფლება შეიტანა, თუმცა მეექვსე სეზონში, ემილიას ეკრანზე შიშველი გამოჩენა მაინც მოუწია, თუმცა ის სექსუალური სცენა ნამდვილად არ ყოფილა.


თავად მსახიობმა განაცხადა, რომ მან მთავარ როლზე "გრეის ორმოცდაათი ელფერის" კასტინგში მონაწილეობაზე უარი სწორედ თამამი სცენების გამო თქვა.





მაიკლ ფასბენდერი


image


2011 წელს რეჟისორმა სტივ მაქუინმა მაიკლს ფილმში "სირცხვილი" ბრენდონის როლი შესთავაზა, რომელიც ეკრანზე სრულ სიშიშვლეს მოითხოვდა. ფასბენდერმა რეჟისორს თავისი სხეულის გადაღების ნებართვა ნებისმიერი კუთხიდან დართო, ვინაიდან მას ბოლომდე ენდობოდა: "მე მაქვს პენისი, როგორც მაყურებელთა ნახევარს, ხოლო მეორე ნახევრის უმრავლესობამ მშვენივრად იცის თუ რა არის ეს"- ამბობს ერთ - ერთ ინტერვიუში "უსახელო ნაბიჭვრების" ვარსკვლავი მაიკლ ფასბენდერი.







ენ ჰეთეუეი



image


ოსკაროსან მსახიობს კომედიაში "სიყვარული და სხვა წამლები" (2011) თავისი პრინციპების დათმობა მოუწია: "არიან ადამიანები, რომლებიც უპრობლემოდ შიშვლდებიან... მაგრამ მათ ეშინიათ გამოიყურებოდნენ დაუცველად ან გამოავლინონ ემოციების სრული სიღრმე... ჩემთვის მნიშვნელოვანია არა "სიშიშვლე", არამედ მომენტის ინტიმურობა"- აცხადებს მსახიობი.






ანჯელინა ჯოლი


image


ამ მსახიობს არაფრის ეშინია! მან არაერთხელ ითამაშა თამამ სცენებში ("ყალბი ცეცხლი", "ჯია", "ცდუნება") ენჯიმ 2015 წელს "ზღვასთან" გადაღებებისას თავისი ორმაგი მასტექტომია გაითვალისწინა, რომელიც ძუძუს კიბოს მაღალი რისკის გამო ჩაიტარა: "ამ სცენის ამოჭრა არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ რომ მასტექტომია გაიკეთე, ეს არ არის წესი".


კადრში ის აბაზანაში მჯდომარე, შიშველ მდგომარეობაში ჩნდება. 2019 წლის ნოემბერში მსახიობი "Harper's Bazaar"-ის გარეკანზე გამოჩნდა: "ჩემმა სხეულმა ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გამოიარა, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წელიწადში, და მე მაქვს ხილული და უხილავი ნაწიბურები, რომლებიც ამას მახსენებენ" - აცხადებს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი.






ჰოლი ბერი


image


ჭორების თანახმად, რეჟისორ დომინიკ სენას 2001 წელს გადაღებულ თრილერში - "ხმალთევზა" ჰოლი ბერი მაყურებლის წინაშე წელს ზემოთ შიშველი რომ წარმდგარიყო, ხელფასის გარდა, რომელმაც მთლიანობაში 2, 5 მილიონი დოლარი შეადგინა, დანამატის სახით კიდევ ნახევარი მილიონი დოლარიც მიიღო. "მრავალი წლის განმავლობაში თამამ სცენებში თამაშის მრცხვენოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არავისთვის არაფრის მტკიცება არ მჭირდებოდა".


იმავე წელს ჰოლიმ ფილმ "მონსტრების მეჯლისში" ითამაშა, რისთვისაც "ოსკარიც" კი დაიმსახურა. მსახიობს ერთ - ერთ თამამ სცენაში პარტნიორობას ბილი ბობ თორნტონი უწევდა: "ჩვენ ორივემ გადავწყვიტეთ ამ სცენის ყველა წესის დაცვით თამაში. ის ერთ დუბლად გადავიღეთ, რადგან არ გვსურდა ერთი და იგივეს მრავალჯერ განმეორება" - განაცხადა ცნობილმა სელებრითმა.





ბენ აფლეკი

image


მსახიობის ფილმოგრაფიაში ბევრი წარმატებული ნამუშევარია, თუმცა 2014 წლამდე ის თამამ სცენებში მონაწილეობაზე ყოველთვის თავს იკავებდა, რეჟისორ დევიდ ფინჩერის ამავე წელს გადაღებული "გაუჩინარებულ ქალით" კი ამერიკელი მსახიობი ძალიან ამაყობდა, რათა ფილმში საკუთარი თავის მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოჩენა შეძლო. ბენი ყველას მოუწოდებდა რომ ფილმის სანახავად აუცილებლად კინოთეატრებს სწვეოდნენ.





ქეით უინსლეტი


image


"მე არ მაქვს იდეალური მკერდი, მაგრამ მაქვს ცელულიტი და სულაც არ ვარ გამხდარი", – დასძენს ქეითი, - თუ ეს შთააგონებს ქალებს, ეს შესანიშნავია." ბრიტანელმა მსახიობმა მაყურებელს ფილმებში - "ჯუდი", "წმინდა კვამლი" და "ტიტანიკი" საკუთარი თავი ყველა კუთხიდან წარმოუჩინა.






ნიკოლ კიდმანი


image


უფრო ადრეულ ფილმებში ("მკვდარი მორევი", "ბილი ბატგეიტი") თამამ სცენებს სიუჟეტიდან გამომდინარე ითხოვდნენ. "ფართოდ დახუჭულ თვალებზე" რომ საერთოდ აღარაფერი ვთქვათ! "მე არ ვფიქრობ, რომ შიშველი ვარ... ჩემი პირადი პრობლემები მსახიობობას ხელს არ უნდა უშლიდეს. როგორც კი დავფიქრდები, მისაღებია თუ არა ეკრანზე გაშიშვლება, თამაშს ვწყვეტ".


"დიდი პატარა ტყუილების" პირველ სეზონში კიდმანი მოძალადე ქმრის ცოლს თამაშობს, სადაც სიუჟეტის მნიშვნელოვან ნაწილს თამამი სცენები შეადგენს. როგორც ნიკოლი იხსენებს, მისთვის ამ სცენებში თამაში ადვილი არ ყოფილა: "როცა ასეთი სცენის შემდეგ სახლში დავბრუნდი, სიბრაზისგან ქვა შუშას ვესროლე! მჭირდებოდა ბრაზისგან რამენაირად გათავისუფლება" - აღიარებს ავსტრალიელი მსახიობი.



0
1352
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1352