x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508475
ავიცენას ცდა - რა უშვრება შიში ადამიანს
image
ერთხელ ავიცენამ ორი ცხვარი ერთმანეთის გვერდიგვერდ ორ სხვადასხვა გალიაში ჩასვა. ცდის დასაწყისში ცხვრებს ასაკი, წონა, სქესი ერთიდა იგივე ჰქონდათ, გარდა ამისა გალიაში ყოფნის პერიოდში საკვებსაც ანალოგიურს აძლევდა და ორივე მათგანს თანასწორ პირობებში უვლიდა.

თუმცა გვერდით კიდევ ერთი გალია იდგა, სადაც მგელი იყო გამომწყვდეული და მას მხოლოდ ერთი ცხვარი ხედავდა.

რამდენიმე თვის შემდეგ ცხვარი, რომელიც ყოველ დღე მგელს ხედავდა, დარდით დასუსტდება, გახდება და ბოლოს მოკვდება კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მგელს არანაირად არ შეეძლო ცხვრისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება, ცხვარი განცდილი შიშისა და სტრესის გამო მოკვდება. მაგრამ ის ცხვარი, რომელიც მგელს ვერ ხედავდა, თვეების შემდეგ საკმაოდ მსუქანი, მშვიდი და მოვლილი გამოვა გალიიდან.

დასკვნა: აღნიშნული ცდით ავიცენამ გამოიკვლია თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ფსიქოლოგიურმა წნეხმა ადამიანის ჯანმრთელობასა და ხასიათზე.

ადამიანის ბუნებას იმაზე უფრო დიდ დარტყმას ვერაფერი მიაყენებს, რამდენსაც უსაფუძვლო შიში, სტრესი და სასოწარკვეთილება.
0
521
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
521
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0